Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილისა და ცოტნე ივანიშვილის ყალბი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილისა და ცოტნე ივანიშვილის ყალბი ფოტო ვრცელდება

апрель 24, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც თითქოს ედუარდ სააკაშვილისა (მიხეილ სააკაშვილის შვილის) და ცოტნე ივანიშვილის (ბიძინა ივანიშვილის შვილის) შეხვედრაა ასახული. ფოტოს თან ერთვის წარწერა “მორიგდებიან”.

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია. ფოტოს ძირითადი ნაწილი აღებულია გოგი გვახარიას გადაცემიდან “შვილი”. გვერდის აღწერის მიხედვით: „შვილი“ არის „რადიო თავისუფლების“ პროექტი - ვიდეოინტერვიუების სერია, რომელშიც გოგი გვახარია არკვევს, როგორ ხედავენ შვილები მამებისა და დედების განვლილ ცხოვრებას.” სწორედ ამ ვიდეოინტერვიუების ფარგლებში ესაუბრა გოგი გვახარია მიხეილ სააკაშვილის შვილს. ინტერვიუს 19:30 წუთიდან იწყება სწორედ ის მონაკვეთი, რომლიდანაც ფოტოა აღებული. ხოლო შემდგომში, ფოტომონტაჟის საშუალებით კადრიდან წაშლილია რადიო თავისუფლების ლოგო.

შემდგომში, მოცემულ ფოტოზე, ჩასმულია ცოტნე ივანიშვილის ფოტო. 18 აპრილს ცოტნე ივანიშვილი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯერ კიდევ მისი აუდიტორიაში ჯდომის დროს გადაღებული კადრებიდან არის მოჭრილი ფოტო, რომელიც შემდგომში ედუარდ სააკაშვილის კადრში პროგრამულად ჩასვეს. კონფერენციაზე ერთ-ერთი დამსწრე კითხვით მიმართავს ცოტნე ივანიშვილს და ვიდეოს მე-5 წამზე ჩანს კადრი, რომლიდანაც ფოტოს ორიგინალი ვერსიაა აღებული.

აღნიშნული ფოტოდან ამოჭრილი ცოტნე ივანიშვილის გამოსახულებას შეცვლილი აქვს ჰორიზონტალური ორიენტაცია (იხილეთ ქვედა ფოტო).

შესაბამისად, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ყალბია. ის სინამდვილეში ორი, სხვადასხვა დროს ჩაწერილი, ვიდეოდან აღებული კადრების, ფოტომონტაჟის საშუალებით, გაერთიანების შედეგადაა შექმნილი და რეალურად ამგვარი შეხვედრა არ შემდგარა.


Все посты

Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
сен 02, 2025
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
авг 10, 2024
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.