Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

апрель 7, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано · Международное

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმას ასახავს. იდენტური ვიდეო მსგავსი აღწერით სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მაგალითად, ფრანგული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის AFP-ის თანახმად, ფრანგულ ენაზე გავრცელებული პოსტი ამტკიცებდა, რომ ვიდეო ქუვეითში ამერიკის ბაზაზე თავდასხმას ასახავდა.



მას შემდეგ რაც 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს, ირანი საპასუხოდ ისრაელისა და ყურის სხვა ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებსა და სხვა სამიზნეებს თავს მართლაც დაესხა. თუმცა, ვიდეო, რომელიც აღნიშნულ სამხედრო დაპირისპირების კონტექსში გავრცელდა, ხელოვნური ინტელექტით შექმნილია. აღნიშნულზე ვიდეოში არსებული უზუსტობები მიუთითებს.

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვიდეოში ჩანს როგორც რაკეტების აფრენა, ისე სამიზნეზე მოხვედრაც. სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, გაშვება იმგვარი მანძილიდან ხდება, რომელშიც მოხვედრის წერტილიდან მობილური ტელეფონით გადაღება შეუძლებელია.

დამატებით, ვიდეოში მოცემულ ოთხი კადრში (იხილეთ ქვემოთ), რომელიც მიჯრით გვხვდება, ჩანს ადამიანი/ჯარისკაცი, რომელიც უჩინარდება / ერწყმის დასაწყობებულ ყუთებს. ხელოვნური ინტელექტი მსგავს შეცდომებს ხშირად უშვებს.


კადრები ვიდეოდან - ბმული


AFP Factual-ის ანალიტიკოსებმა, რომლებმაც გავრცელებული ვიდეო შეისწავლეს, Google Earth-ის დახმარებით შეადარეს ვიდეოში არსებული ბაზის ინფრასტრუქტურა და განლაგება, ფრანგულენოვან პოსტში მოცემულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმად, ვიდეო ქუვეითში ამერიკის ბაზას ასახავდა. AFP-ის მიერ მოძიებული სატელიტური ფოტოს მიხედვით შენობების სრულ უმრავლესობას კუთხეებიანი სახურავი აქვს და არა მომრგვალებული, როგორც ეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს.

მომრგვალებული სახურავით ნაგებობათა მხოლოდ ერთი ჯგუფი გვხვდება და აქ, ვიდეოში მოცემული სურათისგან განსხვავებით, მიყოლებით მხოლოდ 4 ასეთი შენობა ჩანს. შესაბამისად, გარდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული ვიდეოებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული შეცდომებისა, ამ შემთხვევაში მომხდარის ადგილი დადასტურებულად არ ემთხვევა იმ ლოკაციას, რომელზეც ვიდეოს მიხედვით, თავდასხმა უნდა მომხდარიყო.


ფოტოანაბეჭდები აღებულია AFP-ს სტატიიდან. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://factuel.afp.com/doc.afp.com.A4WG6CV და კოორდინატებზე: 29°20'55.07"N 47°32'30.30"E


Все посты

Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
Ложь, что Елена Зеленская потратила более 1 миллиона долларов в магазине Cartier
Ложь, что Елена Зеленская потратила более 1 миллиона долларов в магазине Cartier
июн 08, 2026
В социальных сетях распространяется конспирологическое утверждение о «химтрейлах»
В социальных сетях распространяется конспирологическое утверждение о «химтрейлах»
авг 22, 2024
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июн 26, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
авг 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.