Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ბერინგისა და დანიის სრუტეებისა და მაგადანის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ბერინგისა და დანიის სრუტეებისა და მაგადანის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

январь 23, 2026 · Проверенные факты
Поделиться

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში ბერინგისა და დანიის სრუტეებისა და მაგადანის რუსეთის მიერ ჩაკეტვის შესახებ მტკიცება ვრცელდება;

  • სანდო მედიასა და ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა ალასკის შტატსა და გრენლანდიასთან მდებარე სრუტეები, ასევე მაგადანის შესასვლელი ჩაკეტა. პოსტის ავტორი, სავარაუდოდ, აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარე ბერინგის სრუტესა და გრენლანდიის  კუნძულსა და ისლანდიას შორის მდებარე დანიის სრუტეზე საუბრობს.

მტკიცება, თითქოს რუსეთმა ბერინგის და/ან დანიის სრუტეები ჩაკეტა, არ დასტურდება. არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კრემლმა შეზღუდვები დაუწესა უცხოური ქვეყნების იმ სამხედრო გემებს, რომლებიც ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტს (NSR – Northern Sea Route) გადიოდნენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არქტიკულ მარშრუტს, რომელიც კოლას ნახევარკუნძულს ბერინგის სრუტესთან აკავშირებს. ამ პოლიტიკური ცვლილების შედეგად რუსეთის ხელისუფლება უცხოური ხომალდებისგან (12 საზღვაო მილის რადიუსში) ამ მარშრუტზე მოგზაურობის შესახებ შეტყობინებას 45 დღით ადრე ითხოვს. ამასთანავე, მისთვის ცნობილი უნდა იყოს თითოეული გემის კაპიტნის სახელი და წოდება, გემის ყველა მონაცემი. დამატებით, ამ პოლიტიკის თანახმად, ყველა გემმა ბაქანზე რუსი პილოტი უნდა მიიღოს.

ბერინგის სრუტეზე რუსეთის ზონაში აღნიშნული შეზღუდვის გარდა, სხვა ლიმიტი არ დასტურდება. ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთმა ალასკასთან მდებარე სრუტე ჩაკეტა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სანდო წყაროებსა და მედიაში არ დასტურდება არც დანიის სრუტის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია. მეტიც, რუსეთი საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 60%-ს სწორედ ბალტიის ზღვისა და ვიწრო, ადვილად კონტროლირებადი დანიის სრუტის გავლით ახორციელებს.

პოსტში ასევე მოყვანილია მტკიცება, რომ რუსეთმა მაგადანის შესასვლელი ჩაკეტა. მაგადანი მაგადანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და რუსეთის ერთ-ერთი საპორტო ქალაქია. იგი აღმოსავლეთ რუსეთში ოხოტის ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს.

წყარო: Gateway to Russia

სანდო წყაროებსა და მედიაში არც მაგადანის ქალაქისა თუ ოლქის ჩაკეტვის შესახებ იძებნება ინფორმაცია. ამრიგად, პოსტში გამოთქმული მტკიცებები არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
апр 16, 2025
Распространяется ложная информация об изъятии и продаже органов у раненых украинских военнослужащих
Распространяется ложная информация об изъятии и продаже органов у раненых украинских военнослужащих
сен 28, 2026
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
авг 18, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
дек 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.