Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული პოსტის ნამდვილობა არ დასტურდება

სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული პოსტის ნამდვილობა არ დასტურდება

იანვარს 13, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

Facebook-ზე „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას პოსტი ვრცელდება, რომელშიც თითქოს ის რუს ქალებს აქებს, ხოლო ქართველ ქალებს შეურაცხყოფას აყენებს. სინამდვილეში, არ დასტურდება, რომ პოლიტიკოსის მიერ მსგავსი პოსტი გამოქვეყნდა (არქივირებული ბმული).

გავრცელებულ ფოტოზე აღნიშნულია, რომ პოსტი 2 საათის წინაა გამოქვეყნებული, თუმცა  იაგო ხვიჩიას არც ერთ Facebook-ანგარიშზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.

Facebook-ზე პოლიტიკოსს ორი ანგარიში აქვს, ერთი პერსონალური, რომელზეც უფრო აქტიურად წერს და მეორე, რომელზეც პოლიტიკოსი 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში საარჩევნო მასალებს აქვეყნებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე, სავარაუდოდ, მისი პერსონალური ანგარიშის ავატარია მოცემული. თუმცა აღნიშნულ Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. ბოლო პოსტი 2026 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებული Facebook-ლაივია, სადაც, აღწერის მიხედვით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს და გეგმებს განიხილავენ. პოლიტიკოსის მეორე გვერდზე ბოლო პოსტი 2026 წლის 8 იანვარსაა გამოქვეყნებული.

იაგო ხვიჩიას მიერ მსგავსი პოსტის გამოქვეყნებაზე არც სანდო მედია წერს.

ამგვარად, პოსტის ნამდვილობა არ დასტურდება.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 17, 2025
ტელეკომპანია „იმედი“ სალომე ზურაბიშვილის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ სალომე ზურაბიშვილის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს
იან 20, 2025
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 03, 2024
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
იან 25, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.