Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აპრილს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „სიდო სიდონია“ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო, რომელსაც აღწერაში აქვს დართული „ქოცებო თქვე ნაცებო“, თავდაპირველად ოპოზიციის მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის „agentura” მიერ გავრცელდა. მასში „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარია მიმართვას და ეკითხება: „ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და დაგაპირისპირათ „ქართული ოცნების“ გუნდთან. აი, ეს რომ არ მითხრათ, ვერ გადავჩები“. გახარია პასუხობს, რომ ივანიშვილმა.  ვიდეო ამ მონაკვეთში წყდება და მომხმარებლებს უჩნდებათ წარმოდგენა, რომ გიორგი გახარიას აღიარებით, ის ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადავიდა და რომ ამ პროცესებს, მისი თქმით, ივანიშვილი განაგებს. რეალურად კი, ვრცელ მონაკვეთში გახარია განმარტავს, რომ მისი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იმ გაგებით გახდა, რომ ივანიშვილმა დაპირების მიუხედავად პოლიტიკურ პროცესების მართვა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღება განაგრძო.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია  „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე 14 აპრილს მივიდა. კომისიამ გახარია 2019 წლის 20 ივნისის, „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაიბარა, მაშინ ის  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს საპროტესტო აქციები რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის  სერგეი გავრილოვის მიერ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანას მოჰყვა.

კომისიის სხდომაზე გახარიამ ნიკა მელიას დაკავების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში შესვლისთვის საპოლიციო ძალების მომზადება დაწყებული იყო, თუმცა, დაინახა შეჯახების სერიოზული რისკი და გაუჩნდა აზრი, რომ გამთენიისაც კი არა, შემდგომ დღეებში დაეკავებინა მელია. მაშინ, დაუკავშირდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს და შესთავაზა დილით 08:00 საათზე სხდომის დანიშვნა. გახარიას თქმით, ბევრი დეპუტატი მის აზრზე იყო, თუმცა შემდეგ,  „ეს ხალხი გაქრა“, რადგან ზუსტად იცის, რომ ივანიშვილმა დაურეკა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და რაღაც მომენტში პოლიტსაბჭოს მოწვევაც ყველამ გადაიფიქრა. ცნობისთვის, გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, მისი განმარტებით, არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა.

კომისიაზე სწორედ ნიკა მელიაზე საუბრის მონაკვეთში (იხილეთ ბმულზე) თეა წულუკიანი გახარიას ეკითხება: „ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და დაგაპირისპირათ „ქართული ოცნების“ გუნდთან. აი, ეს რომ არ მითხრათ, ვერ გადავრჩები“. გახარია კითხვაზე პასუხობს, რომ ივანიშვილმა. თუმცა, თეას რეპლიკის შემდეგ „ოპოზიციაში გაგიყვანათ ივანიშვილმა“, არ გრცხვენიათ?“, გახარია აგრძელებს: „რა თქმა უნდა, ივანიშვილმა, მაშინ როდესაც მთელ საქართველოს, თითოეული გუნდის წევრს და თქვენც ხშირად იყავით ამ შეხვედრების მოწმე, დაჰპირდა, რომ მე მივდივარ [ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ წერილი 2021 წლის 11 იანვარს გამოაქვეყნა] და გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა 18 თებერვალს, 18 თებერვალს ყველანაირი მიზეზის გარეშე პირდაპირი კავშირით ძალოვან უწყებებთან კიდე ბევრთან სხვასთან შემოვიდა პროცესში და მართა ეს პროცესი ისე, რომ მივიღეთ ის შედეგი საბოლოო ჯამში. მივიღეთ ის შედეგი, რომ მელია დააკავეთ ექვსი დღის შემდეგ და საბოლოო ჯამში, სამ თვეში თუ ორ თვეში გამოუშვით გარეთ, ეს არის ფაქტები. ამ ფაქტების მიღმა სხვა ყველაფერი, თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ, არის ლირიკა“.

წულუკიანმა უპასუხა: „ახლა გავაგრძელოთ ლირიკა და ბელეტრისტიკა, ივანიშვილმა გაგიყვანათ ოპოზიციაში ხსნით ასე, რომ მან თავისი ქმედებებით გაიძულათ, რომ გუნდიდან გასულიყავით იმიტომ, რომ თქვენ არ მოგეწონათ რომ თქვენგან განსხვავებით ივანიშვილი და მთელი გუნდი დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც თქვენც იყავით, რომ მელია იმსახურებდა დაკავებას, როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვენგან განსხვავებით, ფეხი არ აითრია გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით“.

შესაბამისად, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გამო გადავიდა, რადგან ივანიშვილმა, მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა,  პოლიტიკური პროცესების სრულად მართვა და „ქართული ოცნების“ წევრების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა დაიწყო. აღნიშნული კონტექსტის გარეშე გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია.

 

ყველა პოსტის ნახვა

არ დასტურდება, რომ პარლამენტისა და მთავრობის 24 წარმომადგენელი 2008 წლის ომის დროს გაიქცა
არ დასტურდება, რომ პარლამენტისა და მთავრობის 24 წარმომადგენელი 2008 წლის ომის დროს გაიქცა
აგვ 17, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივნ 10, 2025
სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 10, 2026
არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა
არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა
აგვ 19, 2026
თათია ნიკოლაშვილი: 2023 წელს რომ დაიწყეს და 2024 წელს „დაამთავრეს“, იმ [საბავშვო] ბაღის შენობას დაგათვალიერებინებთ ახლა აი შედეგები [სამშენებლო ტერიტორია, რომელიც მიტოვებულია ისე, რომ უსაფრთხოების ნორმებიც კი დაცული არაა].
თათია ნიკოლაშვილი: 2023 წელს რომ დაიწყეს და 2024 წელს „დაამთავრეს“, იმ [საბავშვო] ბაღის შენობას დაგათვალიერებინებთ ახლა აი შედეგები [სამშენებლო ტერიტორია, რომელიც მიტოვებულია ისე, რომ უსაფრთხოების ნორმებიც კი დაცული არაა].
მაი 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.