Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
კადრი, რომელშიც „Al Jazeera“-ს  ეთერში ვირთხა ჩანს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული

კადრი, რომელშიც „Al Jazeera“-ს ეთერში ვირთხა ჩანს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული

ოქტომბერს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ირაკლი ჯანყარაშვილი“, რომლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია, ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). “ალ ჯაზირას“ ლონდონის სტუდიაში საინფორმაციო გამოშვების დროს, კამერაში მოულოდნელად ვირთხა გამოჩნდა. ინტერნეტმომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ ეს ხუმრობა ან ტყუილი იყო, თუმცა გროკმა დაადასტურა, რომ ინციდენტი რეალურია“,-წერს Facebook-ანგარიში.

რეალურად, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც „Al Jazeera“-ს  ეთერში საინფორმაციო სტუდიის მაგიდაზე ვირთხა გადაირბენს,  რეალური არ არის.  ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.

პირველ რიგში,  ვიდეოში  შეუსაბამობები შეინიშნება. მაგალითად, მას შემდეგ რაც წამყვანი შიშისგან ხტება, სკამი ბრუნდება. რამდენიმე წამში კი წამყვანი შებრუნებულ სკამზე ჯდება. ასეთი შეუსაბამობები, როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებში გვხვდება.

 

ასევე, 10 ოქტომბერს, „Al Jazeera“-ს პროდიუსერი  და საინფორმაციო რედაქტორი, საად აბედინის, X ანგარიშზე ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. პოსტში მან აღნიშნა, რომ წამყვანი, რომელიც ვიდეოში ჩანს,  ტელევიზიაში არ მუშაობს. აგრეთვე, პოსტის მიხედვით, სკამი და  გადასაღები მოედანი „Al Jazeera“-ს  არ ეკუთვნის.

მართლაც, ჟურნალისტი, რომელიც ვიდეოში ჩანს, „Al Jazeera“-ს  წამყვანების სიაში არ გვხვდება.  ამავდროულად, განსხვავებულია საინფორმაციო გამოშვების სტუდიის დეკორაციაც.

წყარო: aljazeera.com/live

წყარო: Al Jazeera English

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 21, 2025
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
მაი 09, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა
დეზინფორმაცია: რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა
მარ 03, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 31, 2024
ლევან დავითაშვილი:  საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და  ისტორიულ მინიმუმზეა
ლევან დავითაშვილი: საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა
ივნ 01, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.