Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება

სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება

სექტემბერს 15, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სატირა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები (1, 2) (არქივირებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ გურამ არუთინაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ საინფორმაციო ბარათი შემდეგი სათაურით არის გამოტანილი: „უცნობმა ქალმა გურამ არუთინაშვილი სექსუალურად შეავიწროვა“. სინამდვილეში, ნეტგაზეთს მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და პოსტის ორიგინალი სატირული მიზნით შეიქმნა.

უპირველეს ყოვლისა, გავრცელებული ინფორმაცია არც „ნეტგაზეთის“ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook-ანგარიშებსა და ვებგვერდებზე არ იძებნება. ასევე არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არც გურამ არუთინაშვილის ოფიციალურ ანგარიშზე იძებნება. მის გვერდზე ბოლო პოსტი 29 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომელშიც არუთინაშვილი სხვა ანგარიშს  ჰყავს  მონიშნული.

საინფორმაციო ბარათი სხვა Facebook-ანგარიშებმაც გაავრცელეს. ერთ-ერთი მსგავსი პოსტი გამოქვეყნდა იუმორისტულ Facebook-გვერდზე „მიმსტერი“. აღნიშნულ პოსტს კომენტარებში გურამ არუთინაშვილი გამოეხმაურა, რასაც ანგარიშის ადმინისტრატორმა უპასუხა, რომ გვერდი იუმორისტულია და საინფორმაციო ბარათზე გაკეთებული წარწერა ხუმრობაა.

ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებზე გაკეთებული კომენტარები აჩვენებს, რომ Facebook-მომხმარებლების ნაწილმა ეს ყალბი ამბავი დაიჯერა.

ამრიგად, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია, რადგან ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია და საინფორმაციო ბარათი არც ნეტგაზეთს ეკუთვნის. სინამდვილეში, პოსტის ორიგინალი სატირული ხასიათისაა, რასაც ერთ-ერთი ანგარიშიც ადასტურებს.

ყველა პოსტის ნახვა

არ დასტურდება მტკიცება, რომ ბორის ჯონსონმა სტამბულის მოლაპარაკებები ჩაშალა
არ დასტურდება მტკიცება, რომ ბორის ჯონსონმა სტამბულის მოლაპარაკებები ჩაშალა
მაი 15, 2026
ვინ არიან „მუსლიმი მესხები“?
ვინ არიან „მუსლიმი მესხები“?
აგვ 29, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება 2000 უკრაინელი ჯარისკაცების რუსების მხარეს გადასვლის შესახებ არ დასტურდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება 2000 უკრაინელი ჯარისკაცების რუსების მხარეს გადასვლის შესახებ არ დასტურდება
ოქტ 02, 2026
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სექ 05, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან
ნოე 14, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.