Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ვირუსულად ავრცელებენ ვიდეოს (1, 2, 3, 4, 5) (დაარქივებული ბმული), რომელშიც შავკანიანი მამაკაცის მიერ სასამართლო განაჩენის მოსმენის კადრებია აღბეჭდილი. Facebook-ანგარიშები ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებენ: „უკრაინელი ლტოლვილი გოგოს მკვლელს განაჩენი, სიკვდილით დასჯა გამოუტანეს“; „ამერიკაში უკრაინელი გოგოს მკვლელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა!“. სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოში 2016 წლის კადრებია ასახული. ვიდეოში შავკანიანი მამაკაცი ჯალილ სმიტ-რაილია, რომელიც 2013 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო გაასამართლეს.

2025 წლის 23 აგვისტოს ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, აშშ-ში საზოგადოებრივ ტრანსპორტში 23 წლის უკრაინელ ირინა ზარუცკას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დეკარლოს ბრაუნ უმცროსია, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ დანაშაულის კადრებშიც ჩანს. 34 წლის დეკარლოსი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დააკავეს და ბრალი ფედერალური დანაშაულით წაუყენეს – პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით, რაც სასჯელის უმაღლესი ფორმით სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯასაც გულისხმობს. 2025 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, სასამართლოს დეკარლოს ბრაუნისთვის განაჩენი ჯერჯერობით არ გამოუტანია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრი სახლის ოფიციალურმა X-ანგარიშმა 10 სექტემბერს   გაავრცელა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელშიც იგი წერს: „ეს ცხოველი, რომელმაც ასე სასტიკად მოკლა ულამაზესი უკრაინელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამერიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საძიებლად ჩამოვიდა, „სწრაფად“ (ეჭვგარეშეა) უნდა გაასამართლონ და მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. სხვა ვარიანტი არ არსებობს!!!“.

სოციალური ქსელის ანგარიშები სწორედ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ავრცელებენ, რომ ვიდეოში ირინა ზარუცკას მკვლელის, დეკარლოს ბრაუნ უმცროსის განაჩენის გამოტანის კადრებია ასახული.

რეალურად, ვიდეოში ასახული მამაკაცი ჯალილ სმიტ-რაილია, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში მოსამართლე ჩარლზ კუბიკიმ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, სმიტ-რაილი 2013 წლის 16 ნოემბერს ნორვუდში, ოჰაიოში ჩადენილ მკვლელობაში მონაწილეობდა, სხვა ორ ადამიანთან ერთად.

აღნიშნული განაჩენის მოსმენისას, სმიტ-რაილი სასამართლო დარბაზის იატაკზე დაეცა და ტირილი დაიწყო. სწორედ აღნიშნული კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში, მცდარი მტკიცებით.

ამრიგად, ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირის განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია, ვიდეოში კი 2016 წლის კადრებია ასახული.

ყველა პოსტის ნახვა

ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
იან 25, 2026
დეზინფორმაცია: „მაკდონალდსმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა
დეზინფორმაცია: „მაკდონალდსმა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა
აპრ 29, 2025
სოციალურ ქსელში „TV პირველის“ ეთერიდან კადრი მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „TV პირველის“ ეთერიდან კადრი მანიპულირებულად ვრცელდება
აპრ 25, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
აპრ 08, 2025
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
ივნ 12, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.