Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძის ინტერვიუ რედაქტირებული სახით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძის ინტერვიუ რედაქტირებული სახით ვრცელდება

სექტემბერს 1, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოჭრილი: „კაცად არ მიმაჩნია, საერთოდ – ადამიანად. იცით, სჯობდა, რუსებს უნიტაზების მაგივრად ეს კაცი გაეყოლებინათ, რა. აი, ეს კაცი იყო წასაღები ამ ქვეყნიდან, მათი საკუთრებაა იმიტომ, რომ არის არაკაცი, მოღალატე…“

გავრცელებულ ვიდეოში ჩასმულია გუბაზ სანიკიძის ფოტოები. ამასთანავე, მოჭრილია ის ნაწილი, რომელშიც ლევან სანიკიძე დავით რაზმაძეს ახსენებს. საბოლოოდ კი, ვიდეო წარმოაჩენს, თითქოს სანიკიძე ამგვარი სიტყვებით მამამისზე, გუბაზ სანიკიძეზე საუბრობს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ლევან სანიკიძე არა გუბაზ სანიკიძეს, არამედ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს აღწერს ამგვარი სიტყვებით.

2025 წლის 25 აგვისტოს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ანა ახალაიას დღის ამბები“ წამყვანმა საუბარი სტუმრად მოწვეულ ლევან სანიკიძესთან დაიწყო გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე ამბობს ლევან სანიკიძე:

„მოგესალმებით. სამარცხვინოა, რაც გორში ხდება არამხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, არამედ, მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა გორელებისთვისაც. იმიტომ, რომ დავით რაზმაძე მიმაჩნია მე… კაცად არ მიმაჩნია, საერთოდ – ადამიანად. იცით, სჯობდა, რუსებს უნიტაზების მაგივრად ეს კაცი გაეყოლებინათ, რა. აი, ეს კაცი იყო წასაღები ამ ქვეყნიდან, მათი საკუთრებაა იმიტომ, რომ არის არაკაცი, მოღალატე. ჩვენ რომ თავმოყვარე სახელმწიფო და სისტემა გვყავდეს ჯერ ვერავინ ვერ გაბედავდა ამის თქმას, რაც იკადრა. ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, შინდისის გმირებს ხულიგნები ეძახა, მაროდიორები ეძახა და რუს მკვლელებს, ქართველი ქალების შავი ტანსაცმლით შემმოსავებს უწოდა მშვიდობისმყოფელები. ეს კაცი მინიმუმ დაპატიმრებული იქნებოდა სამშობლოს ღალატის მუხლით…“

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია, მასში ლევან სანიკიძე არა გუბაზ სანიკიძეზე, არამედ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძის შესახებ საუბრობს.

ყველა პოსტის ნახვა

თანმიმდევრული განვითარების ინდექსი - რას წარმოადგენს ინდექსი, რას ზომავს და როგორ ითვლება?
თანმიმდევრული განვითარების ინდექსი - რას წარმოადგენს ინდექსი, რას ზომავს და როგორ ითვლება?
ოქტ 16, 2024
სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს ინტერვიუ მცდარი აღწერით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს ინტერვიუ მცდარი აღწერით ვრცელდება
მაი 05, 2026
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2024
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
მაი 01, 2025
დეზინფორმაცია: ჯანმოს განცხადებით, ტრანსგენდერი ქალების რძე „ისეთივე სასარგებლოა“ ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე
დეზინფორმაცია: ჯანმოს განცხადებით, ტრანსგენდერი ქალების რძე „ისეთივე სასარგებლოა“ ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე
დეკ 11, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.