Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება

აგვისტოს 13, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი David Tordia, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ექიმი გიორგი ახობაძის ილუსტრაციაა გამოსახული. ფოტოზე დატანილია წარწერა: „ციხეში არ ჩამსვათ, ყველაფერს ვიტყვი“. ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგო ჩანს. გამოქვეყნებულ ფოტოს Facebook-მომხმარებელი შემდეგნაირად ასათაურებს: „ამან ალბათ იმდენი მსხვილი ნარკორეალიზატორი ჩაუშვა, წესით დაცვა უნდა დავუნიშნოთ, თორე რამე რომ მოუვიდეს მერე ჩვენ დაგვაბრალებენ“. სინამდვილეში, აღნიშნული აღწერა გიორგი ახობაძის საქმის შესახებ შეცდომაში შემყვანია, ხოლო თანდართული ფოტო რედაქტირებული.

გიორგი ახობაძის ვიზუალურად მსგავსი ილუსტრაცია ტელეკომპანია„ფორმულამ“ სოციალურ ქსელში 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნა. მასზე რეალურად შემდეგი წარწერაა დატანილი: „ახობაძე რო თავისუფალია“.

ნახატის ავტორი თამუნია ბუდაღაშვილია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩანახატებს ხშირად აქვეყნებს (იხ. ფოტოები ქვემოთ).

გარდა ამისა, პოსტის აღწერაში გაჟღერებულია მტკიცება, რომელიც მიანიშნებს, ახობაძესა და პროკურატურას შორის შესაძლო გარიგებაზე, თითქოს ახობაძე სხვათა დასმენის გამო გაათავისუფლეს. აღნიშნული მტკიცება ფაქტებით არ დასტურდება, მას არც პროკურატურის პოზიცია და არც საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადასტურებს. 2025 წლის 6 აგვისტოს გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა. ასევე, განაჩენთან დაკავშირებით განცხადება საქალაქო სასამართლომაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექიმ გიორგი ახობაძის უდანაშაულოდ ცნობისა და გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამგვარად, მტკიცება, ახობაძის შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით, ფაქტებით არ დასტურდება, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე არსებული ტექსტი რედაქტირებულია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 22, 2025
დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა
დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა
ნოე 05, 2024
სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება
ივლ 24, 2025
სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის რედაქტირებული ვერსია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის რედაქტირებული ვერსია ვრცელდება
ივნ 11, 2026
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
დეკ 11, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.