Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ირაკლი კობახიძე: თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა

ირაკლი კობახიძე: თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა

ნოემბერს 20, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მეტწილად მცდარი · პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით: „არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა… თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს“.

„ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა, 3 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმის ფარულობა მასობრივად იყო, თუ – არა დარღვეული.

მოლდოვაში ამომრჩევლები ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებულ წრეში შტამპს/ბეჭედს სვამენ. ბიულეტენი გლუვ, გაუმჭვირვალე ქაღალდზეა დაბეჭდილი (იხ. ფოტო ქვემოთ). მოლდოვის „დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის“ (API) წარმომადგენელმა „ჯეოფაქტსს“ უთხრა, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში, შტამპის/ბეჭდის მელანი ფურცლის უკანა მხარეს არ გადადის. ასე რომ, როგორც წესი, მელანი ბიულეტენის უკანა მხარეს არ ჩანს. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველი გადაჭარბებულად იყენებს ბეჭედს,  ბიულეტენის უკანა მხარეს მელანი შესაძლოა გამოჩნდეს.

მოლდოვაში ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად  ამომრჩევლები საარჩევნო ბიულეტენებს კეცავენ და საარჩევნო ყუთში ამგვარად ათავსებენ. ასევე არსებობს შეზღუდვები ბიულეტენების ფოტოგადაღებაზე და სანქციებიც არის გათვალისწინებული.

საარჩევნო ბიულეტენი მოლდოვაში:

რაც შეეხება საარჩევნო ყუთს, ის ნახევრად გამჭვირვალეა და ხმის ფარულობის დარღვევის რისკებს არ ქმნის  (ფოტოები იხ. ქვემოთ).

საარჩევნო უბანზე არსებული ყუთი:

გადასატანი ყუთი:

რაც შეეხება კონვერტებს, მოლდოვაში ამომრჩევლები კონვერტებს არ იყენებენ. ერთადერთი გამონაკლისი საფოსტო ხმის მიცემაა, რომელიც მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე  იმ ამომრჩევლებისთვის დაინერგა, რომლებიც ხმას ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში აძლევენ (აშშ, კანადა, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია). საფოსტო ხმის მიცემის შემთხვევაში, ბიულეტენი ორ კონვერტში თავსდება: ერთი დეპერსონალიზებული (ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველსაყოფად) და მეორე, რომელიც  ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას შეიცავს.

ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასებით, მოლდოვას არჩევნებში ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი, უმეტესწილად საარჩევნო უბნების და უბნებზე კამერების განლაგების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული არგუმენტები – გამჭვირვალე ყუთი და კონვერტის არარსებობა, საერთოდ არ არის განხილული, როგორც ხმის ფარულობის დარღვევის რისკი.  გარდა ამისა, ადგილობრივი ან საერთაშორისო დამკვირვებლები მოლდოვაში არჩევნებში ხმის ფარულობის იმ მასშტაბისა და იმ ტიპის დარღვევაზე არ მიუთითებენ, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს.

ამრიგად, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მოლდოვაში ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, არის მეტწილად მცდარი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 18, 2025
სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გენერალური დირექტორის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გენერალური დირექტორის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2024
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 07, 2024
სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 01, 2026
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
დეკ 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.