Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა

მარტს 17, 2026 · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

გავრცელებულ ფოტოზე ზელენსკი თითქოს სელფის იღებს დუბაის აბრასთან, რომელიც ნაომარს ჰგავს.
ფოტოს ანალიზი აჩვენებს, რომ იგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი და საფუძვლად სხვა, რეალურ ფოტოებს იყენებს.

2026 წლის 3 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, სადაც ერთი შეხედვით ჩანს, რომ ზელენსკი სელფის იღებს აბრის ფონზე, რომელსაც კირილიცაზე აწერია "დუბაი" (დაარქივებული ბმული). აბრა დაჟანგებულია და მის გარშემო გარემო ნაომარს ჰგავს. აბრის გასწვრივ ვხედავთ მონიშვნას @waltp38, რომელიც აქტიური ტელეგრამ არხის სახელს შეესაბამება.

ფოტოს შესახებ ბევრი რამ მიგვანიშნებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ვიზუალურად ყველაზე აშკარაა თავად ზელენსკის გლუვი სახის ნაკვთები, მისი მარჯვენა ხელის არაბუნებრივი ფორმა, გლუვი ნაკეცები მის მაისურზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნებაა დუბაის დასახელება კირილიცაზე. არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლის ერთ-ერთი ქალაქიცაა დუბაი, სლავური კულტურის მქონე ქვეყანა არაა და არალოგიკურია, რომ მის შესასვლელში აბრა კირილიცაზე იყოს.

გუგლის ხელოვნური ინტელექტი Gemini ფოტოს Synth ID ხელსაწყოს გამოყენებით ანალიზის შედეგად ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ ფოტო ნამდვილი არაა და ხელოვნურად შეცვლილია.

იმავე შედეგს გვაძლევს Hive Moderation-ის მიერ ფოტოს ანალიზი. ხელსაწყო ასკვნის, რომ ფოტო 99.9% ალბათობით ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ფოტოს შექმნის საფუძველი დიდი ალბათობით იყო, ერთი მხრივ, ქალაქ ავდეევკას შესასვლელში არსებული აბრის ფოტო, ხოლო, მეორე მხრივ, კი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კუპიანსკში ვიზიტისას გადაღებული ვიდეო და სელფი.

ამრიგად, გავრცელებული ფოტო ყალბია.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
მაი 15, 2025
დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს
დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს
აპრ 08, 2025
გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?
გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?
თებ 05, 2026
სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივნ 12, 2025
„ფრესკოსა“ და „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
„ფრესკოსა“ და „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.