Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ დედა ტერეზა ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული

არ დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ დედა ტერეზა ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული

მარტს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა ტერეზა ბავშვებს ყიდდა და ამით ვატიკანი სოლიდურ შემოსავალს იღებდა.
გავრცელებული მტკიცების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
2018 წელს ინდოეთში დედა ტერეზას მიერ დარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ბავშვების ტრეფიკინგის საკითხზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მასშიც თავად დედა ტერეზას ბრალეულობა არ იკვეთება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ დედა ტერეზა ბავშვებს ყიდდა, რითაც ვატიკანი ყოველწლიურად სოლიდურ შემოსავალს იღებდა. მტკიცების ავტორი პარალელს ავლებს ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ბრალდებულ ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინის საქმიანობასთანაც.

დედა ტერეზა კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც 1950 წელს ინდოეთში დაარსა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და მას გარდაცვალებამდე, 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა. დედა ტერეზამ 1979 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანციკსემ ის წმინდანად შერაცხა.

ღია წყაროებით ინფორმაციის ძიება დედა ტერეზას მიერ ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით არ იძლევა რაიმე შედეგს, რაც მის ამ დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებდა.

თუმცა ამ ძიებას მივყავართ სტატიებამდე (1; 2; 3), რომელთა მიხედვითაც 2018 წელს ინდოეთის ჯარკანდის პროვინციის პოლიციამ ბრალი წარუდგინა დედა ტერეზას მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მომუშავე რამდენიმე ადამიანს. პირებს ბრალი ბავშვებით ვაჭრობაში ედებოდათ.

ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, 2018 წელს ინდოელმა წყვილმა განაცხადა, რომ თავშესაფარში მომუშავე ანიმა ინდვარს 120 000 რუპია (იმ დროს 1,760 აშშ დოლარი) გადაუხადეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი თავშესაფრიდან ბავშვების გაყიდვის ბრალდებით ინდვარის წინააღმდეგ კიდევ სამ საჩივარს იძიებდნენ. ბრალის წარდგენა წყვილის საჩივარს მოჰყვა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელმა უკან წაიყვანა ბავშვი, რომელიც მათ უნდა ეშვილათ, თუმცა ფული არ დააბრუნა.

სპიკერმა სუნიტა კუმარმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ „ქველმოქმედო მისიონერები“ გამოძიებას აწარმოებდნენ. მან თქვა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას წარსულში არასდროს აუღია ფული მშობლებისგან შვილად აყვანის ორგანიზებისას.

იმ დროისათვის როცა დანაშაული მოხდა, დედა ტერეზა 21 წლის გარდაცვლილი იყო. "ქველმოქმედების მისიონერების" რამდენიმე წევრისთვის ბრალის წარდგენას მოჰყვა მათგან ერთ-ერთის დაკავება, 14 დღის ბავშვის გაყიდვის ბრალდებით.

მტკიცებები დედა ტერეზას მიერ ბავშვებით ვაჭრობის შესახებ Reuters-სა და AP-საც აქვთ გადამოწმებული. ორივე ავტორიტეტული გამოცემა ასევე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებები უსაფუძვლო იყო.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 20, 2025
რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ
რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ
ივნ 19, 2024
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
მარ 14, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.