Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია:  WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები

დეზინფორმაცია: WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები

ივნისს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, აქვეყნებს პოსტს აღწერით (დაარქივებული ბმული): „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გამოსცემს დირექტივას, რომლითაც მოუწოდებს მთავრობებს, აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები და მიიღონ უკიდურესი ზომები, როგორიცაა გვამების კანალიზაციაში ჩაყრა „პლანეტის გადასარჩენად“, როგორც მისი 2030 წლის დღის წესრიგის ნაწილი“. რეალურად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი დირექტივა ან გეგმა არ მიუღია. აღნიშნული ამბის გავრცელება გამოცემა The People’s Voice-ს უკავშირდება, წყაროს, რომელსაც მცდარი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.

The People Voice-ის სტატია, რომელსაც Facebook-ანგარიში ეყრდნობა, 9 ივნისს  გამოქვეყნდა. Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, The People’s Voice ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და მას არასანდო წყაროდ თვლის. გამოცემის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია „ჯეოფაქტსაც“ აქამდე არაერთხელ გადაუმოწმებია.

ღია წყაროებში, მათ შორის, WEF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსგავსი დადგენილება, ან გეგმა არ იძებნება. საგულისხმოა, რომ The People’s Voice სტატიაშიც არ არის წარმოდგენილი წყარო, რომელიც მათ მტკიცებას დაადასტურებდა.

The People’s Voice-ის სტატიაში მოყვანილია დიდი ბრიტანეთის  მაგალითი. კერძოდ, ინგლისისა და უელსის იურიდიულმა კომისიამ (2025 წლის ივნისი-სექტემბერი)  საჯარო კონსულტაციები დაიწყო დაკრძალვის ახალი მეთოდების – ტუტე ჰიდროლიზის ე.წ. „წყლის კრემაციის“ (სხეულის სითხედ და ძვლის ფრაგმენტებად დასაშლელად  გამოიყენება წყალი, ტუტე ქიმიკატები და სითბო) და ადამიანის კომპოსტირების (გულისხმობს სხეულის კონტროლირებად გარემოში შენახვას, რათა ნეშტი გაცილებით სწრაფად დაიშალოს, ვიდრე ტრადიციული დაკრძალვის დროს) შესახებ.

ბრიტანეთის იურიდიული კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ დაკრძალვა და კრემაცია ამჟამად ერთადერთი დაკრძალვის მეთოდია, რომელიც ინგლისსა და უელსში გამოიყენება. კომპანიებმა კი ახალი, მეტად ეკო-მეგობრული, მეთოდების (ტუტე ჰიდროლიზისა და  კომპოსტირების)  პროექტზე დაიწყეს მუშაობა.  აღნიშნული მეთოდები აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ასევე კანადასა და სამხრეთ აფრიკაში უკვე გამოიყენება. კომისიის მიხედვით, პროექტის მიზანია ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომლითაც მომავალში ეს მეთოდები ლეგალური გახდება, სათანადო ლიცენზირებითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. მარეგულირებელ ჩარჩოში გათვალისწინებული იქნება ინდივიდების უფლება, თავად აირჩიონ თუ როგორ მოხდება მათი დაკრძალვა ან როგორ მოექცევიან მათ სხეულს. პროექტის საბოლოო რეკომენდაციები და კანონპროექტი, რომელიც დაკრძალვის ახალი მეთოდების რეგულირებისთვის ჩარჩოს განსაზღვრავს, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის გამოქვეყნდება.

ამდენად, ტყუილია მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მოუწოდა მთავრობებს, აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვა. არ არსებობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტივა ან განცხადება, რომელშიც მსგავსი მოთხოვნაა გაწერილი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 22, 2025
დეზინფორმაცია: ეს გადახდის აპარატები საქართველოს ბანკისაა, ბანკი კი ამერიკელების
დეზინფორმაცია: ეს გადახდის აპარატები საქართველოს ბანკისაა, ბანკი კი ამერიკელების
იან 29, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
დეკ 05, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 16, 2025
სოციალურ ქსელში თურქული კაფეს ბანერის ფოტო  მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თურქული კაფეს ბანერის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება
სექ 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.