Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა

დეზინფორმაცია: რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა

მაისს 22, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Shalva Qavtaradze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), წერს (დაარქივებული ბმული), რომ რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა. რეალურად, ამ ეტაპისთვის რუსეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და კვლავ მისი წევრია.

პირველ რიგში, აღნიშნული მტკიცება არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. რუსეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 78-ე ასამბლეაშიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მონაწილეობდა.

საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებდა, ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. კერძოდ,  რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ 2022 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა.  ამბავს წინ უსწრებდა ჯანმო-ს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც,  რუსეთში რეგიონული შეხვედრების დროებით უნდა შეჩერებულიყო და ასევე,  არაგადამდები დაავადებების პრევენციის ოფისი მოსკოვიდან უნდა გადაეტანათ, რაც უკრაინაში რუსეთის  ქმედებებით იყო განპირობებული. ტოლსტოის თქმით, ორგანიზაცია რუსეთის წინაშე არსებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური ნაბიჯები არ გადადგმულა. საგულისხმოა ისიც, რომ Politico-სთან ინტერვიუში ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა  ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრულად საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა, სამინისტრომ კლუგეს განუცხადა, რომ რუსეთის სურვილი ჯანმო-სთან თანამშრომლობა და „პარლამენტს  რაიმე წინადადება ჯანმო-დან გასვლის შესახებ არ გაუგზავნია“.

2025 წლის თებერვალში, ჟენევაში, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ გავიდოდა. „რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ჯანმო-ს პლატფორმის გამოყენებას ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის“, – განაცხადა გატილოვმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს „პანდემიის ხელშეკრულება“, რომელიც გლობალური ინსტრუმენტია მომავალი პანდემიების საპასუხოდ პრევენციის, მზაობისა და საპასუხო რეაგირების გასაუმჯობესებლად. სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, იურიდიულად სავალდებულო პაქტი ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო. ხელშეკრულებას 124 ქვეყანამ, ნულის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი, ხოლო 11-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა თავი შეიკავა. საგულისხმოა, რომ კენჭისყრას აშშ არ ესწრებოდა.

ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება
აგვ 07, 2024
სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 03, 2025
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 27, 2025
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
მაი 12, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.