Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: სირიის მმართველი ალ-ჯულანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

დეზინფორმაცია: სირიის მმართველი ალ-ჯულანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

მარტს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია „მთავარი არხის“ სიმბოლიკა და მტკიცება, რომ „სირიის მმართველი ალ-ჯულანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს“ (დაარქივებული პოსტი).

პოსტის ავტორი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სირიულმა  დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ „სირია დაირექთ“ გაავრცელა – „სირიის დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია „სირია დაირექთი“ იუწყება, რომ აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა, დიდი ხნის კავშირი და ურთიერთობა გააჩნია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი შეშფოთებას და აღშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე დაამხობს ქართულ ოცნებას, როგორც ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხო. საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ გაუგზავნია! გარდა ამისა, ალ-ჯულანი ქართველებს ლოცვისკენ და სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს, რათა ერთად დაამარცხონ პუტინი“, – აღნიშნულია პოსტის აღწერაში.

სინამდვილეში აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

კერძოდ, პოსტზე თანდართულ ფოტოზე მითითებულია, რომ აღნიშნული საინფორმაციო ბარათი „მთავარ არხს“ ეკუთვნის. ამასთანავე, ფოტოს დიზაინი „მთავარი არხის“ საინფორმაციო ბარათის სტილის არის. თუმცა გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ „მთავარ არხს“ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არცერთ პლატფორმაზე გამოუქვეყნებია. კერძოდ, მას არ ვხვდებით არხის Facebook და Instagram ანგარიშებზე. ამდენად, სოციალურ ქსელში მთავარი არხის დიზაინით გავრცელებული საინფორმაციო ბარათი, გაყალბებულია.

ამასთანავე, ინფორმაცია, რომ ალ-ჯულანი (აჰმედ ალ-შარაა) მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა, არცერთ საჯარო წყაროში იძებნება.

ასევე, პოსტში მითითებულია, რომ ინფორმაცია სირიის დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ „სირია დაირექთ“ გაავრცელა. მედია „სირია დაირექთ“ მართლაც არსებობს, თუმცა ინფორმაცია, რომ აჰმედ ალ-შარაამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა, არც ამ მედიის ვებგვერდზე და სოციალური ქსელების ანგარიშებში იძებნება.

ამდენად, მტკიცება, რომ სირიის მმართველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ყალბია.

ცნობისთვის, Facebook-მომხმარებელმა მსგავსი შინაარსის პოსტები, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, აქამდეც გამოაქვეყნა (ბმული 1, 2).

 

ყველა პოსტის ნახვა

გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია
გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია
აპრ 22, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
ოქტ 22, 2024
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 03, 2025
დეზინფორმაცია: ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, თაღლითურ სქემაში იყო ჩართული
დეზინფორმაცია: ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, თაღლითურ სქემაში იყო ჩართული
ოქტ 25, 2024
დავით ბაციკაძე: 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის ბიუჯეტი. დღეს [აჭარის ა/რ] განათლების სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი
დავით ბაციკაძე: 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის ბიუჯეტი. დღეს [აჭარის ა/რ] განათლების სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი
ივლ 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.