Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ყალბი ციტატა ვრცელდება

მარტს 13, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ფოტოანაბეჭდს (1, 2), თითქოს კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი სტატუსი: „რუსეთს ვთხოვ დაბომბოს პარლამენტთან ნაცების აქცია! ბოროტება უნდა ამოიძირკვოს, სანამ გვიანი არ არის“. რეალურად, ციტატა ყალბია და გოგა ხაინდრავას მიერ ამ პოსტის გამოქვეყნება არ დასტურდება.

სინამდვილეში, ფოტოანაბეჭდში ასახული გოგა ხაინდრავას Facebook-ანგარიში ყალბია და კინორეჟისორის ოფიციალურ ანგარიშს არ წარმოადგენს. საჯარო წყაროებით, გოგა ხაინდრავას X ანგარიში იძებნება, სადაც ის მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმაურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედი“ კინორეჟისორის მოსაზრებებისა თუ შეფასებების გაშუქებისას, ხაინდრავას X-ანგარიშს ეყრდნობა (1, 2, 3, 4, 5). ამდენად, სწორედ X-პლატფორმაზე ვხვდებით მის რეალურ ანგარიშს.

ამავე ანგარიშზე 2023 წლის 6 მარტს ის Facebook-ზე არსებულ მისი სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშსა და გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა: „რა ძალასთან გვაქვს საქმე ვის იცავენ ესე გაშმაგებით  ალქაჯები, რა ფული მოედინება ჩვენ სამშობლოში და რისთვის! აი მაგალითი – შექმნეს ფეისბუქ გვერდი Goga Xaindrava საიდანაც მოუწოდებენ ხალხის დახვრეტას. ვაი თქვენს პატრონს! მისს და მისტერ პატრონებო! Great!“.

ამავე დღეს, ხაინდრავამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა: „ამ სიბინძურის და სისხლის სამართლის  დანაშაულის იდეოლოგების  და ავტორების საყურადღებოდ! ვიცი ვინ ჩაიფიქრა ეს ბოროტება, შექმნა და გააზიარა. რატომ ისიც. ვინ შეურაცხყო კომენტარებში უკანასკნელი სიტყვებით საკუთარი ოჯახის წევრები! მეცოდებით თქვენც და თქვენი გაღმა-გამოღმა პატრონებიც!“.

სავარაუდოა, რომ გოგა ხაინდრავა სწორედ იმ ყალბ ანგარიშზე საუბრობდა, რომლის ფოტოანაბეჭდს სოციალური ქსელის პოსტებშიც ვხვდებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის ანგარიში Facebook-პლატფორმაზე აღარ იძებნება, რთულია იმის გარკვევა, სტატიაში განხილული პოსტიც აღნიშნული ანგარიშის სახელით გავრცელდა, თუ – არა.

ონლაინ-მედია intermedia-ს მიხედვით, გოგა ხაინდრავას სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშზე წარსულში არაერთხელ გამოქვეყნებულა მსგავსი შინაარსის პოსტები, მათ შორისაა შემდეგი პოსტი: „ვთხოვოთ რუსეთს რომ დაბომბოს პარლამენტის წინ შეკრებილი ლიბერასტები!!!“. დამატებით, სტატიაში ნაჩვენებ ფოტოანაბეჭდებზე ასახულია ყალბი ანგარიშის პროფილის სურათი, რომელიც ზუსტად ემთხვევა ამჟამად Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდში ასახულ პროფილის სურათს.

დამატებით, გოგა ხაინდრავას მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება არც მის X-ანგარიშსა და არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში.

ამრიგად, პოსტებში გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

გაეროს  მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
იან 27, 2025
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
მარ 18, 2026
სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა
სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა
სექ 12, 2024
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. "ჩატის კონტროლის" რეგულაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი ონლაინ მასალის წინააღმდეგ მიმართული დროებითი ზომაა
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. "ჩატის კონტროლის" რეგულაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი ონლაინ მასალის წინააღმდეგ მიმართული დროებითი ზომაა
ივლ 28, 2026
დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს
დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს
იან 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.