Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება

მარტს 3, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს: „ამერიკელი გენერალი უკრაინელებს: «თქვენ ლამაზად კვდებით, ჩვენ ასე ვერასდროს გავაკეთებდით“.

პოსტში მითითებული არ არის, თუ ვის ეკუთვნის ციტატა. თუმცა თანდართულია პიროვნების ფოტოსურათი. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით ფოტოზე მყოფი პიროვნების იდენტიფიცირება შევძელით – მასზე გენერალი დევიდ პეტრეუსია გამოსახული.

საგულისხმოა, რომ მსგავსი ციტატა სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება.

ინტერნეტსივრცეში იდენტური ციტატა მხოლოდ რუსულმა არასანდო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. (1; 2) ერთ-ერთ სტატიაში მტკიცებულების სახით მოყვანილი იყო ვიდეო, სადაც თითქოს გენერალი ამ მტკიცებას აჟღერებდა. ვიდეო კიევის უსაფრთხოების ფორუმზე 2025 წლის 21 თებერვალსაა გადაღებული, სადაც დევიდ პეტრეუსი დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას.

პეტრეუსმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინა მოწინავე ტექნოლოგიებს ავითარებს, რომლებიც მსოფლიოში არსად გამოიყენება. ისინი ეხმარებიან რუსული შეტევების შეჩერებაში ფრონტზე. მისი თქმით, „ომის ტრანსფორმაციას უკრაინა ხელმძღვანელობს“. ამავე დროს, რუსები იმეორებენ უკრაინის პროგრესს. „მათ ძალიან კარგად იციან რადიოელექტრონული ბრძოლა, ჩახშობა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ. მაგრამ უკრაინა განაგრძობს მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც მსოფლიოში არსად გამოიყენება, და ეს არის ომის მომავალი“, – განაცხადა პეტრეუსმა. როგორც უკრაინული მედია, NV.ua წერს, პეტრეუსი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გააგრძელებს უწყვეტ პროგრესს დრონების მიმართულებით, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გასანადგურებლად გამოიყენება. ამჟამად, რუსეთი ვერც კი იყენებს თავის ტანკებს შეხების ხაზთან ახლოს, რადგან ისინი უკრაინული დრონების მიერ სწრაფად ნადგურდებიან.

ამგვარად,  გავრცელებული ციტატა ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ნოე 19, 2024
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ოქტ 18, 2024
სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივლ 24, 2025
სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 21, 2025
დეზინფორმაცია: ცივი ზამთარი იმის დადასტურებაა, რომ რეალურად გლობალური დათბობა არ არსებობს
დეზინფორმაცია: ცივი ზამთარი იმის დადასტურებაა, რომ რეალურად გლობალური დათბობა არ არსებობს
თებ 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.