Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის  AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

იანვარს 15, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „Kristy Labadze” და რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi ფოტოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). ფოტოს თან ახლავს აღწერა: „გიჟმაჟინები ოჯახის სიწმინდის დღეს იცავენ დუბაის საკანში“. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული, თუმცა ამ მითითების გარეშე ის შეცდომაში შემყვანია.

გავრცელებული პოსტის კომენტარების მიხედვით,   მომხმარებლების  ნაწილი შეცდომაში შევიდა და ფოტო ნამდვილად აღიქვა,  ნაწილი კი პოსტის ავტორს კითხვით მიმართავდა, ფოტო ნამდვილი იყო თუ ფოტოშოპი.

მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ირაკლი ზარქუასა და  გიორგი გოგოლაძის კანი საკმაოდ გლუვი და არაბუნებრივია. არაბუნებრივი და გაბლარულია (ბუნდოვანია) მათ თავებთან კედლის ფორმაც. ასევე, გოგოლაძის  ზურგთან  ჩანს თეთრი კონტური, რომელიც სავარაუდოდ, შემოხვეული ხელი უნდა იყოს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელი არაბუნებრივად და ხარვეზებით არის შექმნილი.

ფოტოს შესაქმნელად, სავარაუდოდ,  გამოყენებულია გიორგი გოგოლაძის სოციალური ქსელიდან აღებული ფოტო, რომელშიც მას იგივე სვიტერი და ყელსაბამი უკეთია.

ამავდროულად, პროგრამა  isitai.com, რომელიც სხვადასხვა სახის მასალაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კვალის ამოცნობას ცდილობს, აღნიშნულ ფოტოზე 80%-იანი ალბათობით უთითებს, რომ ის  ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ცნობისთვის, 13 იანვარს დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კიდევ ერთი სავარაუდო თავდამსხმელი გიორგი გოგოლაძეა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ სასტუმროს თანამშრომლისთვის თეფშის სროლისა და მისი დაშავებისთვის დააკავა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო განცხადების თანახმად,  ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

 

ყველა პოსტის ნახვა

„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
ივნ 18, 2025
დეზინფორმაცია: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ტარდება
დეზინფორმაცია: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ტარდება
დეკ 27, 2024
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
თებ 10, 2025
„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს
„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს
აგვ 24, 2026
სოციალურ ქსელში აივ ინფექციის წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში აივ ინფექციის წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 01, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.