Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ივანკა ტრამპის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ივანკა ტრამპის ყალბი პოსტი ვრცელდება

დეკემბერს 30, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელ Threads-ზე ვრცელდება პოსტი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, ივანკა ტრამპმა პლატფორმა X-ზე ზელენსკის ფოტო დამცინავი კონტექსტით გამოაქვეყნა. სინამდვილეში აღნიშნული პოსტი ივანკა ტრამპს არ ეკუთვნის. (არქივირებული ბმული)

ანგარიშის სახელი, რომელმაც X-ზე პოსტი გამოაქვეყნა შემდეგია: @IvankaNews. მართალია, ანგარიშს ვერიფიკაციის ლურჯი სიმბოლო აქვს, თუმცა ის ივანკა ტრამპს არ ეკუთვნის. ლურჯი სიმბოლო ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს, თუ ის X Premium-ის გამომწერია. თავის მხრივ, X Premium-ის გამოწერა გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში ყველას შეუძლია. იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ანგარიშს ივანკა ტრამპთან კავშირი არ აქვს, ადასტურებს მისივე აღწერა: „ანგარიში არ არის აფილირებული ივანკა ტრამპთან“. ანგარიშის აღწერაშივეა მითითებული ივანკა ტრამპის ნამდვილი გვერდი: @IvankaTrump.

საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდზე მითითებულია, რომ ანგარიშმა @IvankaNews_ პოსტი 2024 წლის 8 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა 2024 წლის 30 დეკემბრისთვის აღნიშნულ ანგარიშზე პოსტი არ იძებნება. მსგავსი პოსტი არ იძებნება არც ივანკა ტრამპის X-ის ნამდვილ ანგარიშზე. შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
აგვ 07, 2026
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
ოქტ 17, 2025
სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
იან 28, 2025
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
აპრ 21, 2026
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჭკვიანი საათები ჩანს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჭკვიანი საათები ჩანს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია
ოქტ 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.