Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული

დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული

დეკემბერს 8, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6) ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული. სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. (არქივირებული ბმული 1; 2)

აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის  დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა ნათია გაბრავამ სოციალურ ქსელში 8 დეკემბერს 00:08 სთ-ზე გაავრცელა. ნათია გაბრავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დააკავა, მათ არ ეცვათ პოლიციელების ფორმა და ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

დაკავებულის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე Facebook-ზე წერს, რომ ქინქლაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მოთავსებულია დიღმის იზოლატორში. „ჯეოფაქტსი“ ლაშა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა ინფორმაცია ქინქლაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებასთან დაკავშირებით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.

დამატებით, „ჯეოფაქტსი“ ინფორმაციის დასადასტურებლად დიღმის მე-3 იზოლატორსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, სანდრო ქინქლაძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლის 1 პუნქტითაა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში ბესიკის ქუჩაზე, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, 22:12 საათზე, შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  „ტვ პირველის“ გადამღებ გუნდზე თავდასხმის ვიდეო ასევე გაზიარებულია სანდრო ქინქლაძის პირად ფეისბუქ გვერდზე 22:37 საათზე, რომელიც მან, სავარაუდოდ, დაკავებამდე გამოაქვეყნა. (არქივირებული ბმული)

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული, მცდარია.

ყველა პოსტის ნახვა

არ დასტურდება, რომ მაროკოელმა მიგრანტებმა ესპანეთის ანკლავ სეუტაში ძარცვა და ვანდალიზმი ჩაიდინეს
არ დასტურდება, რომ მაროკოელმა მიგრანტებმა ესპანეთის ანკლავ სეუტაში ძარცვა და ვანდალიზმი ჩაიდინეს
აგვ 12, 2026
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 07, 2025
დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს
იან 23, 2025
ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტის მონაცემებით, 700 470 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია
ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტის მონაცემებით, 700 470 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 19, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.