Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სატირა: ხაშურის მერის განცხადებით, ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

სატირა: ხაშურის მერის განცხადებით, ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

ოქტომბერს 4, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სატირა

სოციალურ ქსელში სატირული Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“  პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, “მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, არჩევნების ჩატარება მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის, ამიტომ 26 ოქტომბერი ხაშურსა და სურამში უქმე დღედ გამოცხადდება”. ამავდროულად,  პოსტის ავტორი პოსტის ბოლო ნაწილში გამოგონილ ციტატასაც ურთავს: “რაში გვჭირდება ზედმეტი ალიაქოთი?! ხალხმა თქვა, რასაც ვფიქრობდით 4 წლის წინ, იგივე აზრზე ვართო, ამიტომ, ხაშურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში წინა არჩევნების შედეგებით ვიხელმძღვანელებთ”. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება, ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აღნიშნული გვერდი სატირული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, თუმცა გვერდის სახელიდან გამომდინარე, მომხმარებელმა შეიძლება პოსტები შეცდომით  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდს  დაუკავშიროს და ჩათვალოს, რომ ინფორმაციას სწორედ მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. იხილეთ სატირული გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები (1, 2, 3, 4 ,5).

პოსტში არსებული მტკიცებები არ დასტურდება, ხაშურის მერს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. თანაც,   საქართველოში  მუნიციპალიტეტის საკრებულო  4 წლის ვადით აირჩევა ,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ.  შესაბამისად, ყოველ 4 წელში მუნიციპალიტეტში არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერია მსგავს გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები არ ჩაატაროს, ვერ მიიღებს.

ამდენად, გავრცელებული პოსტი  იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ოქტ 28, 2024
ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში
ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში
აპრ 02, 2026
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 20, 2025
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
მარ 16, 2026
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
თებ 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.