Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძის გაყალბებული პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძის გაყალბებული პოსტი ვრცელდება

აგვისტოს 23, 2024 · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში დემურ გიორხელიძის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, (პოსტი წაშლილია) რომელშიც გიორხელიძე თითქოს წერს, რომ უკრაინამ კურსი დაიპყრო და სხვებს ამუნათებს, თუ რატომ არ უწოდებენ ამის გამო უკრაინასა და მის პრეზიდენტ ზელენსკის ოკუპანტს (იხილეთ სურათზე ქვემოთ). სინამდვილეში პოსტი გაყალბებულია და გიორხელიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საზღვრისპირა ოლქებზე. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს, 20 აგვისტოს მონაცემებით კი 1263 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებას აკონტროლებს.

Facebook-ზე იდენტური ტექსტის მქონე პოსტი არასანდო გვერდზე GFP News-ზე გვხვდება. გვერდს 1 მოწონება და 1 გამომწერი ჰყავს. მისი პოსტები კი,  ძირითადად, ანტიევროპული და ანტიუკრაინული შინაარსისაა.

მსგავსი შინაარსის პოსტი დემურ გიორხელიძის პირად Facebook-გვერდზე არ იძებნება.

დემურ გიორხელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა (1; 2; 3). თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მსგავსი შინაარსი არცერთ მათგანს არ აქვს. გარდა ამისა, არსად ახსენებს, რომ „უკრაინამ კურსკი დაიპყრო“, არამედ მიმდინარე მოვლენებს „კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და სიტუაციას აღნიშნულ კონტექსტში განიხილავს.

ამგვარად, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია.

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
ივლ 22, 2025
სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
ივნ 03, 2026
ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა
ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა
იან 22, 2026
სოციალურ ქსელში ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტის შესახებ  ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტის შესახებ ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება
აგვ 17, 2025
ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
ივლ 10, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.