Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: UEFA-მ EURO-2020-ში მონაწილე ნაკრებების კაპიტნებს „OneLove” სამკლავურის ტარება დაავალა, რაზეც უარი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა

დეზინფორმაცია: UEFA-მ EURO-2020-ში მონაწილე ნაკრებების კაპიტნებს „OneLove” სამკლავურის ტარება დაავალა, რაზეც უარი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა

ივნისს 24, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას (1; 2), რომლის თანახმადაც EURO-2020-ის მიმდინარეობისას, UEFA-მ მონაწილე ნაკრებების კაპიტნებს „OneLove” სამკლავურის ტარება დაავალა, რომელიც LGBTQ+ სიმბოლოს წარმოადგენდა. თუმცა კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი კაპიტანი აღმოჩნდა, რომელმაც სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თანდართულ ფოტოზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ არიან გამოსახულნი. ნოიერს ფოტოზე ნამდვილად უკეთია LGBTQ+ მხარდასაჭერი სამკლავური, თუმცა იგი განსხვავებულია „OneLove” კამპანიის სამკლავურისგან. OneLove” სამკლავური, რომელზეც წარწერა „One Love” (ერთი სიყვარული) და სიტყვებს შორის ცისარტყელისფერიანი გული ჩანს, „OneLove” კამპანიის პროდუქტია. ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნული ანტიდისკრიმინაციული კამპანია 2020 წელს დაიწყო, რათა გაევრცელებინათ იდეა, რომ „ფეხბურთი აერთიანებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო ყველა ადგილიდან და საზოგადოებიდან“.

მანუელ ნოიერს სამკლავური 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან და პორტუგალიასთან გამართულ მატჩებში ეკეთა. იმ ფაქტს, რომ სამკლავურის გაკეთება UEFA-ს ბრძანება არ ყოფილა, ისიც ადასტურებს, რომ მანუელ ნოიერის მოედანზე ამ სამკლავურის გამოჩენის შემდეგ UEFA-მ მოკვლევა დაიწყო, ეწინააღმდეგებოდა, თუ – არა ნოიერის საქციელი მათ წესდებას, იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. მაგრამ მალევე UEFA-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ნოიერი „კარგ საქმეს უწყობდა ხელს” და ამიტომ არანაირი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა.

სამკლავური, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოში ნოიერს უკეთია, პოსტის მტკიცებას არ შეესაბამება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს „OneLove” კამპანიის სამკლავურს არ წარმოადგენს (ფოტოების შედარება იხილეთ ქვემოთ).

OneLove-სამკლავური. წყარო: BBC

სამკლავური, რომელიც გავრცელებულ ფოტოში მანუელ ნოიერს უკეთია: წყარო BBC

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფოტო იდენტური აღწერით სხვადასხვა ენაზე ვირუსულად გავრცელდა. ინფორმაცია ბრიტანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ LeadStories-მაც გადაამოწმა. ამასთან, ისინი დაუკავშირდნენ UEFA-ს კითხვით, კაპიტნებისთვის სამკლავურის ტარება ნამდვილად იყო, თუ – არა სავალდებულო. მათ უპასუხეს, რომ „მსგავსი წესი არ ჰქონიათ“.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც UEFA ნაკრების კაპიტნებს ავალდებულებდა სამკლავურის ტარებას და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა უარი, ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი  ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა
დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა
ივნ 25, 2025
დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული
დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული
დეკ 08, 2024
ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა
ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა
დეკ 19, 2024
სატირა: ხაშურის მერის განცხადებით, ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება
სატირა: ხაშურის მერის განცხადებით, ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება
ოქტ 04, 2024
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს
მაი 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.