Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა

ივლისს 26, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს, მტკიცებით, რომ „კულტურის გაცვლის ფარგლებში“ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშა გამოსახეს.

სინამდვილეში, აშშ-ის საელჩოს შენობაზე დროშა თავად რუსეთის მოქალაქეებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მომხრე და პროკრემლისტური განწყობების მქონე მომღერლის, SHAMAN-ის საპროტესტო კონცერტის ფარგლებში მიანათეს.

2024 წლის 19 ივლისს რუსი მომღერალი საკუთარ Telegram-არხზე წერდა, რომ აშშ-მა მისი YouTube-არხი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ მომღერალი რუსია, ამიტომ იგი საპასუხო ქმედებისთვის ემზადებოდა. „ჩვენს სიმღერებს ვერავინ აკრძალავს“, – განაცხადა მომღერალმა თანდართულ ვიდეომიმართვაში და აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო კონცერტი დააანონსა.

ინფორმაციისთვის, YouTube-მა და მუსიკალურმა პლატფორმა Spotify-იმ ბოლო კვირებში SHAMAN-ისა და სხვა, უკრაინაში რუსეთის ომის ღიად მხარდამჭერი, შემსრულებლების არხები დაბლოკა. აღნიშნული ნაბიჯები ევროკავშირის მიერ გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. გადაწყვეტილება ომის მომხრე მუსიკოსებისთვის  სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, ოკუპირებულ უკრაინაში გამოსვლისა და „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“.

19 ივლისის საღამოს ასობით ადამიანი საელჩოს წინ შეიკრიბა, რუსეთის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და SHAMAN-ის სიმღერებს მღეროდნენ. ამასთანავე, აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშის გიგანტურ გამოსახულებას ანათებდნენ, რასაც კონცერტზე დამსწრეთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიც მოწმობს (ბმული 1, 2, 3, 4).

მუსიკოსი ყურადღების ცენტრში რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე მოექცა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებაში მათი შეტევითი, ანტიდასავლური გზავნილების გასავრცელებლად დააწინაურა. მომღერალი ვლადიმერ პუტინის მხურვალე მხარდამჭერია და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ჯარისკაცებისთვის კონცერტები არაერთხელ გაუმართავს.

ამრიგად, მტკიცება, რომ აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშა „კულტურული გაცვლის ფარგლებში“ მიანათეს, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და  საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა
მარ 10, 2025
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
ნოე 15, 2024
სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ნოე 30, 2024
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
მარ 12, 2026
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
ნოე 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.