Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს „თავდაცვის მინისტრის“ ყალბი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს „თავდაცვის მინისტრის“ ყალბი ფოტო ვრცელდება

ნოემბერს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა, საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება პოსტი, რომელსაც თან ერთვის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის (მოხსენიებული, როგორც „თავდაცვის მინისტრი“) ფოტო (არქივირებული ბმული). თავდაცვის მდივანი თითქოს ქალის ტანსაცმელშია გამოწყობილი და ხელჩანთა უჭირავს. პოსტს თან ერთვის აღწერა: „ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რუსეთთან საომრად ემზადება,“ ხოლო ფოტო დამადებულია ალბომში სახელად „ლიბერასტულ- ოლიგალქიურ- ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“. თავად ფოტოზე დატანილია პოსტის აღწერის ანალოგიური რუსულენოვანი წარწერა.

პოსტის აღწერა და ფოტო ერთობლიობაში გაერთიანებული სამეფოს დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. ფოტოზე რუსულენოვანი წარწერა „და ისინი აპირებენ ომს რუსეთთან,“ თანდართული ღიმილაკებით, გაერთიანებული სამეფოს რუსეთის ფედერაციასთან შედარებით უძლურობის შთაბეჭდილების შესაქმნელად არის დატანილი.

ფოტო რეალური არ არის. ის ხელოვნური ინტელექტის ან ფოტორედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით თავდაცვის მდივნის რეალური ფოტოს გაყალბებული ვერსიაა. ფოტოების უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით „ჯეოფაქტსმა“ ფოტოს პირველად ვერსიას მიაგნო. თავდაცვის მდივანი ვეს სტრიტინგი დაესწრო მოგონების ცერემონიას - გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად, ნოემბერში ტარდება გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის სამხედროთა მოგონების ცერემონია, რომელზეც იხსენებენ და პატივს მიაგებენ ორ მსოფლიო ომში დაღუპულთა ღვაწლს. ცერემონიაზე თავდაცვის მდივნის რეალური ფოტოები აჩვენებს, რომ ის ფორმალური, გლოვისათვის შესაფერისი ტანსაცმლით არის მისული.

წყარო: Britain's Defence Secretary Wes Streeting attends the 2026 National Service of Remembrance at the Cenotaph in London, Britain, November 8, 2026. Leon Neal/Pool via REUTERS

ვეს სტრიტინგის მოცემული ფოტო რომ სწორედ ამ დღეს არის გადაღებული, ადგილიდან გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოთი დასტურდება. ერთ-ერთ, რომელიც „ჯეოფაქტსმა“ ასევე უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით იპოვა, ტიკ-ტოკის ანგარიშზე გავრცელებული მაღალი ხარისხის ვიდეოა. სწორედ ამ ვიდეოშია ასახული ზუსტად ის მომენტი, რომლის რედაქტირების შემდეგაც არის დამზადებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ფოტო (არქივი).

როდესაც ვიდეოში კადრი იცვლება, თავდაცვის მდივანი კადრში უკვე სრულად ჩანს.

რედაქტირებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოციალური ქსელების არაქართულენოვან სეგმენტშიც და მას სხვადსხვა ქვეყანაში მოქმედი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მაგალითად, ბრიტანული Fullfact სტატიას თან ურთავს ინსტაგრამზე იმავე ავტორის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც თავდაცვის მდივნის სრული ჩაცმულობა ჩანს. AFP ფოტოზე არსებულ სხვა უზუსტობებზეც ამახვილებს ყურადღებას - გარდა ჩაცმულობაში არსებული სხვაობისა და ხელჩანთისა, აშკარად შესამჩნევია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვალი თავდაცვის მდივნის ფონზე არსებული შენობის ორნამენტებზე დაკვირვებით.

AFP მიერ მომზადებული ფოტოშედარება - მარცხნივ ყალბი ფოტო, ხოლო მარჯვნივ ფოტოანაბეჭდი რეალური ვიდეოდან

აღნიშნული შედარებები ცხადად აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ვეს სტრიტინგი ცერემონიას ფორმალური ჩაცმულობით ესწრებოდა, ხოლო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ფოტო, რომელშიც სტრიტინგს კაბა აცვია და ხელჩანთა უჭირავს, ფოტორედაქტირების ხელსაწყოთი ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ყალბი ფოტოა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
მაი 12, 2025
სატანისტური პარკი ოსლოში თუ ნორვეგიელი ხელოვანის არასტანდარტული შემოქმედება?
სატანისტური პარკი ოსლოში თუ ნორვეგიელი ხელოვანის არასტანდარტული შემოქმედება?
მაი 28, 2026
ირაკლი კობახიძე:  საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე  კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ირაკლი კობახიძე: საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ივნ 30, 2024
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 05, 2025
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
იან 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.