Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
FlyDubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

FlyDubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 30, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

2026 წლის 30 სექტემბერს დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, რეის FZ 1073-ს ფრენისას ორ პილოტს შორის მომხდარი „ძალადობრივი ინციდენტის“ შემდეგ, თვითმფრინავი ჩრდილოეთ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტისკენ გადაამისამართეს. ფრენის მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი ორ წუთზე ნაკლებ დროში 17 400 ფუტით დაეშვა.

მგზავრების მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალის მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, კაპიტანზე მისი მეორე პილოტის თავდასხმიდან რამდენიმე წუთის შემდეგაა გადაღებული, ჩანს, სალონში სისხლიანი კაპიტანი ჩანს, რომელიც კაბინის გარეთ, იატაკზე წევს და მგზავრები მას დახმარებას უწევენ. მის გვერდით კი, ჩანს ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი, რომელიც შეკრულია და, როგორც ჩანს, გონზე არ არის.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსია განიხილება, იყო ეს ტერორისტული აქტი თუ ორ პილოტს შორის მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირება. Jerusalem Post-ის თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF), მოსადსა და შინ ბეთში (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური), სულ უფრო მეტად განიხილება ვერსია (არქივი), რომ ინციდენტი ტერორისტული აქტის განხორციელებას ისახავდა მიზნად.

მომხდარს როგორც ქართულ (არქივი), ისე უცხოენოვან სოციალურ ქსელებში და მედიაში (ბმული 1, 2) დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით, "ისრაელის ტელევიზიის Channel 12-ის ცნობით, Flydubai-ს თვითმფრინავს, რომელმაც საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, რუსი და უკრაინელი პილოტები მართავდნენ." Channel 12-ს ასახელებს ასევე რუსულენოვანი (არქივი) და ინგლისურენოვანი გამოცემა (არქივი) წყაროდ ინფორმაციისა, რომ პილოტები რუსი და უკრაინელი იყვნენ. თუმცა, ამ მათ მიერ მითითებულ ბმულზე, რომელსაც Channel 12-ის ორიგინალ სტატიაზე გადავყავართ (არქივი), პილოტების ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ იძებენება. არც ისრაელის სხვა გამოცემები Jerusalem Post, Haartz, Times of Jerusalem, წერენ არც Channel 12-ის მიერ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაზე და არც თავად ადასტურებენ პილოტების ეროვნებას. Channel 12-ის გარდა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ასევე მიეწერათ ცალკეულ ტელეგრამ ანგარიშებს (არქივი), თუმცა მტკიცებულებები არც მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს, თუ ვისზე დაყრნობით აკეთებენ ამგვარ დასკნას.

როგორც DW წერს (არქივი), სხვადასხვა მედიასაშუალება პილოტების მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს: ზოგიერთი წერს, რომ ერთ-ერთი რუსი, ხოლო მეორე უკრაინელი იყო, მაშინ როდესაც სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ისინი ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები იყვნენ. ერთ-ერთი პილოტის ომანური წარმომავლობის შესახებ წერს CNN, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული 2-მა წყარომ დაუდასტურა ისრაელის ოფიციალური სტრუქტურებიდან. თუმცა, პილოტების რუსი და უკრაინული წარმომავლობის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან ირიბად დადასტურებული ინფორმაციაც არ მოიპოვება.

ამდენად, ამ ეტაპზე არც ოფიციალური ინფორმაციით, არც Channel 12-ის მიერ არ დადასტურებულა ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე პილოტები ეროვნებით რუსი და უკრაინელი იყვნენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025
უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა
უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა
მაი 22, 2026
თორნიკე რაზმაძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თორნიკე რაზმაძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 07, 2026
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
მარ 14, 2025
ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტის მონაცემებით, 700 470 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია
ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტის მონაცემებით, 700 470 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია
აპრ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.