Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მაგდა ანიკაშვილის ძველი გადაცემის ვიდეო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

მაგდა ანიკაშვილის ძველი გადაცემის ვიდეო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

სექტემბერს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის ვიდეო, სადაც ის უცხოელების მიერ ქართული მიწების დამუშავებაზე საუბრობს.

ვიდეოს გამავრცელებლის მტკიცებით, ეს ასახავს ანიკაშვილის პოზიციას ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. 

საკითხის შესწავლით ირკვევა, რომ ანიკაშვილი სატელვიზიო გადაცემის სპეციფიური ფორმატის ფარგლებში სტუმრის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იცავდა კონკრეტულ პოზიციას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის ვიდეო, რომელშიც ის საუბრობს უცხოელების მიერ ქართული მიწების დამუშავებაზე (დაარქივებული ბმული). ანიკაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანი დაამუშავებს ქართულ მიწას და რომ ადამიანების ეროვნებების მიეხედვით მსგავსი დისკრიმინაცია ქსენოფობიისა და ფაშიზმის გამოვლინებაა. ვიდეოს ადევს სავარაუდოდ გამავრცელებლის კომენტარი - "მაგდა ანიკაშვილი მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე", რითაც ხდება იმაზე მინიშნება, რომ ვიდეო მაგდა ანიკაშვილის პოზიციას გამოხატავს განსახილველ საკითხზე.

გავრცელებული ვიდეო წარმოადგენს მონაკვეთს ტელეკომპანია მაესტროს აწ უკვე შეწყვეტილი გადაცემიდან "ცეცხლის ხაზი". გადაცემა 2017 წლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. გადაცემის წამყვანები, როგორც წესი მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე იყვნენ.

გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა ერთ ცენტრალურ განსახილველ საკითხს, რომელსაც იხილავდნენ როგორც მიწვეული სტუმრები, ისე წამყვანები. ფორმატის მიხედვით სტუმრებიც და წამყვანებიც იყოფოდნენ ორ მხარედ. ერთი მხარე იცავდა განსახილველი საკითხის მხარდამჭერ პოზიციას, მეორე კი მის მოწინააღმდეგე პოზიციას, რაც ქმნიდა ერთგავარად მოდელირებული დებატების სცენარს. როგორც ჟურნალისტები, ისე სტუმრები, პერიოდულად საპირისპირო მხარეს მყოფების ჯვარედინ დაკითხვას აწყობდნენ. ჟურნალისტები ძირითადად საპირისპირო მხარეს მყოფ სტუმარს უსვამდნენ მწვავე შეკითხვებს და არა საკუთარ კოლეგა ჟურნალისტს, რომელიც ასევე საპირისპირო პოზიციას იცავდა.

სწორედ მსგავს ფორმატში წარიმართა ის გადაცემაც, რომლიდანაც ამოღებულია ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მონაკვეთი. განსახილველი კითხვა იყო - უნდა იყიდებოდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე? გადაცემის სტუმრები, პოლიტიკოსები ვახტანგ მეგრელიშვილი და გიორგი ახვლედიანი ერთმანეთის საპირისპირო პოზიციას იცავდნენ - მეგრელიშვილი მიწის უცხოელებზე გაყიდვას ემხრობოდა, ახვლედიანი კი უპირისპირდებოდა. ანალოგიურად, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი ვახტანგ მეგრელიშვილის მხარეს იჭერდა, ხოლო ვაკა გორგილაძე კი გიორგი ახვლედიანისას. ზემოთ აღწერილი ფორმატი გადაცემის დასაწყისში საკმაოდ ცხადადაა განმარტებული და ისიც მითითებულია, ვინ რა პოზიციას იცავს.

აღნიშნული კონტექსტი გვიჩვენებს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი საკუთარ პირად პოზიციას კი არ იცავს ქართული მიწის გაყიდვის შესახებ, არამედ მის მიერ წაყვანილი გადაცემის ფორმატის ფარგლებში მისთვის მინიჭებულ როლს ასრულებს და მის საპირისპირო მხარეს მყოფი სტუმრის, გიორგი ახვლედიანის ჯვარედინ დაკითხავს აწყობს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
ივნ 29, 2024
სოციალურ ქსელში „სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „სიონის უხუცესთა პროტოკოლების“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
მაი 09, 2025
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება
აგვ 22, 2024
დეზინფორმაცია: ვიდეოში სირიის მთავრობის მიერ ქრისტიანის დახვრეტა ჩანს
დეზინფორმაცია: ვიდეოში სირიის მთავრობის მიერ ქრისტიანის დახვრეტა ჩანს
მარ 17, 2025
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
მაი 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.