Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მცდრია, რომ ISIS-ი ისრაელს თავს არასდროს დასხმია

მცდრია, რომ ISIS-ი ისრაელს თავს არასდროს დასხმია

აგვისტოს 25, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელშიც აღნიშნულია: "ISIS არის "ისლამური" ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც არასდროს განუხორციელებია ებრაელებზე თავდასხმა!!" (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმ თავდასხმების შესახებ, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ ისრაელის წინააღდეგ განახორციელა.

მაგალითად, 2017 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ (ISIS) პასუხისმგებლობა აიღო ორ რაკეტაზე, რომლებიც ღამით სინაის ნახევარკუნძულიდან ისრაელის სამხრეთ მიმართულებით იქნა გაშვებული. აღნიშნული ინფორმაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაქმა“ ტერორისტული ჯგუფის სახელით გაავრცელა.

მანამდე 2015 წელს, ასევე სინაის ნახევარკუნძულიდან „სინაის პროვინციის“ დაჯგუფებამ, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული, განაცხადა, რომ „ოკუპირებული პალესტინის“ მიმართულებით სამი „გრადის“ ტიპის რაკეტა გაუშვა.

ISIS-მა ასევე პასუხისმგებლობა აიღო 2022 წელს ისრაელში, ქალაქ ჰადერაში განხორციელებულ სროლაზე, რომელშიც 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. CNN-ის თანახმად, ის, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო, SITE Intelligence Group-მა გააკეთა. ჯგუფმა ISIS-თან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაქის“ მიერ გავრცელებულ პოსტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ამაქმა“ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან ამოღებული კადრი, რომელშიც თავდასხმამდე ორი ნიღბიანი მამაკაცი ISIS-ის ლიდერისადმი ერთგულებას ფიცს დებს.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ ISIS-ი არასდროს დასხმია თავს ისრაელს.

ყველა პოსტის ნახვა

აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?
აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?
აპრ 09, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
მარ 17, 2026
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
იან 10, 2025
შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება
შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება
ოქტ 20, 2025
მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება
მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება
ივნ 12, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.