Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ გავრცელებული ციტატა მსოფლიო მმართველობის შესახებ დევიდ როკფელერს ეკუთვნის

არ დასტურდება, რომ გავრცელებული ციტატა მსოფლიო მმართველობის შესახებ დევიდ როკფელერს ეკუთვნის

მაისს 15, 2026 · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ციტატა, რომელსაც გამავრცელებელი ამერიკელ ბანკირს, აწ უკვე გარდაცვლილ დევიდ როკფელერს მიაწერს.
ციტატაში როკფელერი მადლობას უხდის გავლენიან ამერიკულ ბეჭდურ მედიებს მსოფლიო მმართველობასთან დაკავშირებული გეგმების საიდუმლოდ შენახვისთვის 40 წლის განმავლობაში.
ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ როკფელერმა აღნიშნული სიტყვა ნამდვილად წარმოთქვა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ციტატა, რომელსაც გამავრცელებელი ამერიკელ ბანკირს, აწ უკვე გარდაცვლილ დევიდ როკფელერს მიაწერს (დაარქივებული ბმული). გავრცელებული ციტატა სრული ფორმით შემდეგნაირად გამოიყურება: „ჩვენ მადლობას ვუხდით „ვაშინგტონ პოსტს“, „ნიუ- იორკ ტაიმსს“, ჟურნალ „ტაიმსს“ და სხვა გამომცემლობებს, რომელთა რედაქტორებიც ესწრებოდნენ ჩვენს შეკრებებს და 40 წლის განმავლობაში ერთგულად ასრულებდნენ პირობას არ გაემხილათ საიდუმლო. ჩვენთვის შეუძლებელი გახდებოდა ჩვენი გლობალური გეგმის განვითარება, თუ ამ წლების განმავლობაში მოვექცეოდით პრესის პროჟექტორების შუქში. მაგრამ თანამედროვე მსოფლიო მზად არის მსოფლიო მართველობაზე გადასასვლელად. ინტელექტუალური ელიტის და მსოფლიო ბანკირების ზენაციონალური ბატონობა ცალსახად აღემატება ეროვნულ თვითგამორკვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ საუკუნეებში.“

ციტატის წარმომავლობა შემდეგი სახითაა მითითებული: "დევიდ როქფელერი, სამმხრივი კომისიისადმი მიმართვიდან, 1991 წ." აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა წლებია, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება (ბმული 1, 2, 3, 4, 5).

„სამხრივი კომისია“ (Trilateral Commission) კერძო პირთა ორგანიზაციაა, რომელიც 1973 წელს დეივიდ როკფელერის მიერ დაფუძნდა. კომისიის მიზანი აშშ-სა და მის მთავარ მოკავშირეებს (კანადა, იაპონია და დასავლეთ ევროპის ქვეყნები) შორის მზარდი ურთიერთდამოკიდებულებით გამოწვეულ გამოწვევებთან გამკლავება და მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობის წახალისება იყო. დაარსების დღიდან, 1973 წლიდან, ორგანიზაცია ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს. 1991 წელს ყოველწლიური შეხვედრა ტოკიოში, იაპონიაში გაიმართა. ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მტკიცების გათვალისწინებით, სადაც მიმართვის წლად 1991-ია დასახელებული, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა წარმოეთქვა დეივიდ როკფელერს აღნიშნული სიტყვები.

დეივიდ როკფელერის მსგავსი შინაარსის სიტყვები ავტორიტეტულ ღია წყაროებში არსად იძებნება. არსებული ინფორმაციიდან ცხადი არა არის საერთოდ მიმართა თუ არა დეივიდ როკფელერმა აღნიშნულ შეხვედრას ტოკიოში. უნდა ითქვას, რომ წარსულში ეს შეხვედრები არაერთხელ გამხდარა კონსპირაციული თეორიების წყარო.

ზოგიერთ შემთხვევაში გამავრცელებლები ასევე ამტკიცებენ, რომ ჩვენ მიერ განხილული ციტატა 1991 წლის ბილდერბერგის შეხვედრას (Bilderberg Meetings) ეკუთვნის გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში, თუმცა ამას არც აღნიშნული შეხვედრის ჩანაწერები ადასტურებს. ბილდერბერგის შეხვედრები მათსავე ვებსაიტზე შემდეგნაირადაა დახასიათებული: "ბილდერბერგის ყოველწლიური შეხვედრა არის სამდღიანი ფორუმი არაფორმალური დისკუსიებისთვის, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა."

ქართველმა ფაქტების გადამმოწმებლებმა „მითების დეტექტორიდან“ მსგავს საკითხზე სტატია 2021 წელსაც დაწერეს. მათაც ვერ აღმოაჩინეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ციტატა ნამდვილია.

ყველა პოსტის ნახვა

პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 27, 2025
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 12, 2025
ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს
ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს
ნოე 04, 2024
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
ივნ 21, 2024
სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
იან 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.