Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

მაისს 19, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ციტატაა მოცემული (არქივირებული ბმული). აღნიშნული ფოტო შემდგომში სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (ბმული 1, ბმული 2). ფოტოზე დატანილი ციტატის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თითქოს თქვა შემდეგი: „არავის საქმე არაა აბორტს გავიკეთებ თუ კლიზმას“. პოსტის აღწერაში ავტორი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს ასეთი პრეზიდენტის შერჩევის გამო და იყენებს არანორმატიულ ლექსიკასაც.

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია და მსგავსი შინაარსის განცხადება მედიასაშუალებების გვერდებზე არ იძებნება.

ფოტოზე მოცემულია სრულიად საქართველოს ახალაღსაყდრებული პატრიარქის შიო მესამის საჯარო ქადაგებიდან ნაწყვეტი. 17 მაისს გამართულ ღონისძიებაზე პატრიარქი შიო შეეხო აბორტის თემას და აღნიშნა: „თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიცაა აბორტი, მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი“.

განცხადებას მალევე გამოეხმაურა სხვადასხვა საჯარო პირი. ქარდი, რომელიც გავრცელდა, შექმნილია „მთავარის“ დიზაინის მიხედვით. თავად მთავარის „ფეისბუქის“ გვერდზე გაზიარებულია სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებაც. მედიასაშუალების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პატრიარქის განცხადებას სინამდვილეში შემდეგნაირად გამოეხმაურა: "ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი… იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!" (არქივირებული ბმული) ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე განათავსა (არქივირებული ბმული).

ამის ფონზე, სოციალურ ქსელებში პოპულარული მედიასაშუალების დიზაინის მიბაძვით შექმნილი ქარდის გავრცელებამ მკითხველი შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს, ვინაიდან მკითხველს ის ნამდვილი მედიის გავრცელებული ჰგონია.

ფოტოს ორიგინალი ვერსია სხვა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელმაც პოსტის აღწერაშივე დაურთო, რომ აღნიშნული ფოტო სატირული შინაარსისაა. (არქივირებული ბმული)

ამგვარად, სალომე ზურაბიშვილის ეს ციტატა გამოგონილია და საქართველოს მე-5 პრეზიდენტს მსგავსი განცხადება სინამდვილეში არ გაუკეთებია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 26, 2025
სოციალურ ქსელში უკრაინის საკალათბურთ ნაკრების მოქმედების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინის საკალათბურთ ნაკრების მოქმედების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ივლ 10, 2026
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ყალბი ციტატა ვრცელდება
ივლ 25, 2025
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
აპრ 07, 2025
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
სექ 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.