Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
"დრუჟბას" ნავთობსადენის აღდგენის შემთხვევაში, პეტერ მადიარი უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის ბლოკირებას არ გეგმავს

"დრუჟბას" ნავთობსადენის აღდგენის შემთხვევაში, პეტერ მადიარი უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის ბლოკირებას არ გეგმავს

აპრილს 21, 2026 · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უნგრეთი პეტერ მადიარის ხელმძღვანელობის პირობებშიც გააგრძელებს უკრაინისათვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის ბლოკირებას.
გავრცელებული პრესკონფერენციის მონაკვეთში, პეტერ მადიარი 90 მილიარდი ევროს სესხში უნგრეთის ფულად კონტრიბუციაზე საუბრობს და არა აღნიშნული სესხის განბლოკვაზე.
მომდევნო დღეებში მადიარმა დაადასტურა, რომ, "დრუჟბას" ნავთობსადენის აღდგენის შემთხვევაში, არ გეგმავს უკრაინისთვის სესხის ბლოკირებას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა უნგრეთის ახლად არჩეული, მომავალი პრემიერ მინისტრის, პეტერ მადიარის პრესკონფერენციიდან მონაკვეთი. პრესკონფერენცია უნგრეთის საპარალამენტო არჩევნების მომდევნო დღეს, 2026 წლის 13 აპრილს გაიმართა. პრეს-კონფერენციის გავრცელებული მონაკვეთის აღწერაში გამავრცელებელი ამტკიცებს, რომ "უნგრეთი არ განბლოკავს უარს უკრაინისთვის 90 მილიარდის გადაცემაზე".

ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პრეს-კონფერენციის მონაკვეთში პეტერ მადიარის ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე სცემს პასუხს. მადიარი თავისი პასუხის დასაწყისში ამბობს (1:12:20), რომ ბოლომდე დარწმუნებული არაა, თუ რაზეა საუბარი, რადგან [2025 წლის] დეკემბერში, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, ვიქტორ ორბანმა ხმა მისცა უნგრეთის მხრიდან მონაწილეობის არ მიღებას აღნიშნულ სესხში, ხოლო ევროპულმა საბჭომ ეს შემდგომ დაამტკიცა. მადიარმა დაამატა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი მონაწილეობას არ მიიღებდნენ აღნიშნულ სესხში და შესაბამისად ეს საკითხი მის ქვეყანას აღარ ეხებოდა. მიუხედავად ამისა, მადიარმა ასევე თქვა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გაივლიდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

იმავე ინტერვიუში, აღნიშნულ საკითხზე ბლუმბერგის ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად (1:37:35) მადიარმა თქვა, რომ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა გაესაუბრება ევროკავშირის ხელმძღვანელობას და გაარკვევს თუ უნგრეთის მხრიდან დამატებით რაიმე გადაწყვეტილება კიდევ არის მისაღები, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეიძლება იყოს, რადგან ძირითადი გადაწყვეტილება წინა წლის დეკემბერში უკვე მიღებული იყო. მადიარმა ასევე დაამატა, რომ ის ვიქტორ ორბანისგან მსგავს საკითხებზე ზარს ელის, რადგან როგორც გარდამავალმა პრემიერ-მინისტრმა, მან მადიარს უნდა შეატყობინოს, თუ რაიმე გადაწყვეტილებები მიიღება მსგავს საკითხებზე და შეუთანხმოს, თუ რა გაკეთდება.

ამდენად, ზემოთ მოცემული პასუხები, პეტერ მადიარის გადასახედიდან, უკრაინისთვის 90 მილიარდი მოცულობის სესხის გამოყოფაზე ევროკავშირის მხრიდან 2025 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და უნგრეთი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მსგავსად, ამ სესხს ფინანსურად არ შეუერთდებოდა. რაც შეეხება ზოგადად სესხის გაცემის განბლოკვის საკითხს, მადიარის პასუხებიდან იკვეთება, რომ ის არ იყო დარწმუნებული თუ უნგრეთის მხრიდან ამ მიმართულებით კიდევ რაიმე ქმედება იყო საჭირო და ის შესაბამისად აპირებდა კონსულტაციები გაევლო როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ისე - ვიქტორ ორბანთან.

ზემოთ ციტირებული პრესკონფერენციის მომდევნო დღეებში, კერძოდ კი 2026 წლის 15 აპრილს, გამოიკვეთა პეტერ მადიარის უფრო ცხადი პოზიცია ამ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, თუ "დრუჟბას" დაზიანებული ნავთობსადენი უკრაინის მხრიდან დროულად შეკეთდება, რაც უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდებას უნგრეთისთვის, ვიქტორ ორბანმა უნდა მოხსნას თავისი ტექნიკური ვეტო უკრაინისთვის 90-მილიარდიანი სესხის გაცემაზე.

19 აპრილს, Politico, ვიქტორ ორბანის X პლატოფრმაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით იტყობინებოდა, რომ ორბანი მოხსნის უკრაინისთვის სესხის გაცემაზე ბლოკს, თუ ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის აღდგება.

Reuters-ის 20 აპრილის სტატიის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "დრუჟბას" ნავთობსადენის ფუნქციონირება აპრილის ბოლოსთვის აღდგება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: აზერბაიჯანმა რუსული სკოლების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
დეზინფორმაცია: აზერბაიჯანმა რუსული სკოლების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
ივლ 10, 2025
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
ივნ 21, 2024
სოციალურ ქსელში მადიარის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მადიარის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
აპრ 14, 2026
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 30, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.