Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ვრცელდება პეტერ მადიარის ყალბი ციტატა, რომ  უნგრეთი გათავისუფლდა “აშშ-სა და ისრაელის კლანჭებისგან“

ვრცელდება პეტერ მადიარის ყალბი ციტატა, რომ  უნგრეთი გათავისუფლდა “აშშ-სა და ისრაელის კლანჭებისგან“

აპრილს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ მედიაში ვრცელდება ციტატა (ბმული 1, 2, 3) რომელიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია “ტისას” ლიდერს და მომავალ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს მიეწერება: “ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი აშშ-სა და ისრაელის კლანჭებისგან!“ (არქივირებული ბმული).

რეალური წყაროების გადამოწმება ცხადყოფს, რომ ეს ყალბი ციტატაა და მსგავსი რამ მადიარს არ უთქვამს.

2026 წლის 12 აპრილის არჩევნების შემდეგ პეტერ მადიარმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ეს განცხადებები საერთაშორისო მედიებმა, მათ შორის Reuters-მა, The Guardian-მა და Euronews-მა დეტალურად გააშუქეს.

ამ წყაროებიდან ჩანს, რომ პეტერ მადიარმა მართლაც გამოიყენა ფრაზა „ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი,“ თუმცა კონტექსტი სრულიად განსხვავებულია. მისი გზავნილი მიმართული იყო შიდა პოლიტიკურ ცვლილებაზე, ვიქტორ ორბანის და პარტია “ფიდეშის” დამარცხებაზე და კორუფციის, ხელისუფლების კონცენტრაციისა და ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულებაზე. ამავე დროს, მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უნგრეთი უნდა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთთან. შესაბამისად, გამარჯვების შემდეგ მაგიარმა არათუ გააკრიტიკა აშშ, ან ისრაელი, არამედ პირიქით, მისი რიტორიკა მკაფიოდ პროევროპული და პროდასავლური იყო

"ჯეოფაქტსმა" ასევე მოიძია პეტერ მადიარის განცხადებები უნგრულ ენაზე, რომლებიც გავრცელდა ისეთ არხებზე, როგორიცაა Telex, HVG, 444. სოციალურ ქსელში გავრცელებული ანტიამერიკული შინაარსის მსგავსი განცხადება არც ერთ უნგრულ წყაროში არ იძებნება.

ცალკე აღსანიშნავია ამ ყალბი განცხადების ენობრივი ანალიზი. სიტყვა „კლანჭები“ (რუსულად „когти“) ხშირად გამოიყენება რუსულ პროპაგანდაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „მტაცებელი ძალა.“ მსგავსი კონსტრუქციები ტიპურია ანტიდასავლური და კონსპირაციული ნარატივებისთვის, თუმცა არასოდეს გამოიყენება ევროპელი ცენტრისტული პოლიტიკოსების მიერ. ამ შემთხვევაში, ეს ენობრივი ნიშანიც მიუთითებს, რომ ციტატა არ არის ავთენტური, არამედ ხელოვნურად არის შექმნილი და შემდეგ გავრცელებული.

შესაბამისად, პეტერ მადიარს არ უთქვამს, რომ უნგრეთი „აშშ-სა და ისრაელის კლანჭებისგან გაათავისუფლა“. გავრცელებული ციტატა ყალბია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 17, 2025
სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
ივნ 03, 2026
სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან
სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან
მაი 07, 2026
სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
იან 14, 2025
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
დეკ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.