Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მადიარის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მადიარის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

აპრილს 14, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში უნგრეთში არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, “ტისას” ლიდერის და უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის ციტატა ვრცელდება, თითქოს მან საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ციტატა ტელეკომპანია „მთავარის“ ლოგოიან საინფორმაციო ბარათზეა დატანილი, რაც გავრცელებულ ინფორმაციას დამაჯერებლობას მატებს (არქივირებული ბმული).


სინამდვილეში, გავრცელებული საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია. ტელეკომპანია „მთავარის“ Facebook გვერდზე მადიარის ვიზუალით მსგავსი საინფორმაციო ბარათი გამოქვეყნდა, თუმცა მასზე ციტატა და ზედა კუთხეში ჩასმული ფოტო განსხვავებულია (არქივირებული ბმული).


ორიგინალ საინფორმაციო ბარათზე მადიარის ციტატაა მოცემული, რომელშიც ის ვიქტორ ორბანზე საუბრობს: „ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა - ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ ახალი მთავრობა მათ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდა“. საინფორმაციო ბარათის ზედა კუთხეში კი, არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვიქტორ ორბანია გამოსახული. გაყალბებულ და ორიგინალ საინფორმაციო ბარათებზე დატანილი წარწერის ფონტი განსხვავებულია, რაც დამატებით მიუთითებს, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის სიყალბეზე.

გარდა ამისა, არც საერთაშორისო და არც ქართულ მედიაში მადიარის განცხადება, თითქოს მან საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არ იძებნება (ბმული 1, 2).

გამარჯვების შემდეგ, 13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა საქართველოსთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეინარჩუნებდა თუ არა ბუდაპეშტის ახალი მთავრობა ურთიერთობებს თბილისთან და გააგრძელებდა თუ არა „უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, მადიარმა აღნიშნა: „ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ბალკანეთის ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან, არ ნიშნავს, რომ უნგრეთს გაუარესებული ურთიერთობა ექნება იმავე ქვეყანასთან. მაგრამ თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ამ ქვეყანასთან, ჩვენ ამას გავაუმჯობესებთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესებშია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და ერთად აყვავება. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან, და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვეცდებით, გავლენა მოვახდინოთ არჩევნებზე თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ან სხვაგან. ეს ჩვენი სტილი არ არის და არც რომელიმე ევროპული მთავრობის საქმეა. ყველა არჩეულია ამ ქვეყნის ამომრჩევლის მხარდასაჭერად და წარმოსადგენად“.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ნოე 24, 2025
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა შინაარსის პოსტები ვრცელდება
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა შინაარსის პოსტები ვრცელდება
თებ 20, 2025
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
ივნ 08, 2026
აშშ-ში უკრაინის ელჩი არ არის ქალი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმის დროს მაგიდიდან შამპანური აიღო
აშშ-ში უკრაინის ელჩი არ არის ქალი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმის დროს მაგიდიდან შამპანური აიღო
მაი 04, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.