Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება, უსაფუძვლოა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება, უსაფუძვლოა

აპრილს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება.
კენიას ნამდვილად აქვს მოქალაქეების მიმდინარე ციფრული იდენტიფიკაციის პროგრამა.
პროგრამა არ მოიცავს ჩვილებში ან ზრდასრულ მოქალაქეებში მიკროჩიპების შეყვანას.
ბილ გეითსს აღნიშნულ პროგრამასთან კავშირი არ აქვს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება (დაარქივებული ბმული). ინფორმაციის გამავრცელებელი ასევე მიუთითებს, რომ კენიაში დაბადებული ჩვილები აღარ მიიღებენ ქაღალდის დაბადების მოწმობებს. ამის ნაცვლად, მათ სხეულში ციფრული პირადობის მოწმობები ექნებათ ჩანერგილი.

2023 წლიდან კენიაში მიმდინარეობს მესამე თაობის პირადობის მოწმობების გაცემის პროცესი. ბარათებს Maisha Namba ეწოდება. გარდა ფიზიკური პირადობის მოწმობის ბარათისა, რომელიც ციფრული პირადობის მოწობების უმრავლესობის მსგავსად შეიცავს ინფორმაციის შემნახველ მიკროჩიპს, Maisha Namba მოქალაქისთვის ასევე მოიცავს შესაძლებლობას დარეგისტრირდეს ციფრული პირადობის მოწმობის აპლიკაციაში Maisha Digital ID.

აღნიშნულ აპლიკაციაში რეგისტრაცია მოქალაქეს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისები, რომელთა მიღებაც მანამდე მხოლოდ ფიზიკურად იყო შესაძლებელი. პროგრამის დასახელებულ მიზნებს შორის ერთ-ერთია სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ინდივიდებისთვის, ვინც გეოგრაფიული თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს სერვისების ფიზიკურად მიღებას.

Maisha Digital ID-ს გვერდზე დეტალურად არის გაწერილი, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ციფრული იდენტიფიკაციის პროგრამაში ჩასართავად. ეს მოიცავს შესაბამისი აპლიკაციის სმარტფონში გადმოწერას, პირადი მონაცემებით რეგისტრაციას და სმარტფონის კამერის საშუალებით სახისა და თითის ანაბეჭდების რეგისტრაციას. ინფორმაცია მიკროჩიპების გამოყენების საჭიროების შესახებ არსად ფიგურირებს.

რაც შეეხება Maisha Namba-ს ფიზიკურ ბარათებს, მათი აღება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს შეუძლიათ და ამ შემთხვევაშიც, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენასთან ერთად, ფოტოთი და თითის ანაბეჭდებით იდენტიფიკაციაა საჭირო. პროცედურა რაიმე სახის მიკროჩიპის სხეულში ჩამონტაჟებას არ მოითხოვს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კენიის მესამე თაობის ციფრული პირადობის მოწმობისა და ციფრული იდენტობის აპლიკაციის პროგრამაში არსად ფიგურირებს ბილ გეითსის სახელი. არ დასტურდება, რომ გეითსს რაიმე კავშირი აქვს აღნიშნულ სამთავრობო პროგრამასთან.

ამ თემაზე სტატიები წარსულში ავტორიტეტულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია PolitiFact-ს და აფრიკულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Africa Check-საც აქვთ გამოქვეყნებული.

ყველა პოსტის ნახვა

რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ჯორჯ სოროსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ჯორჯ სოროსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
თებ 19, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
მარ 13, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა
დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა
სექ 09, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.