Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ირანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული  ერფან სოლთანი ისრაელის აგენტია

დეზინფორმაცია: ირანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლთანი ისრაელის აგენტია

იანვარს 13, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (დაარქივებული ბმული), ირანულმა დაზვერვამ დააკავა ისრაელის საგარეო დაზვერვის ,,მოსადის” აგენტი, ერფან სოლთანი, რომელსაც  14 იანვარს ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯიან. რეალურად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ერფან სოლთანს ბრალად „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება, არ დასტურდება.

ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC), დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2004 წელს აშშ-ში ადამიანის უფლებათა დამცველი მეცნიერებისა და იურისტების მიერ დაარსდა, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით X-ზე წერს, რომ ირანში რეჟიმმა  საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანს  სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმება. ის თეირანის კარაჯის გარეუბანში, ფარდისის მკვიდრია და  2026 წლის 8 იანვარს (ხუთშაბათს) კარაჯში ხამენეის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. IHRNGO-ს დირექტორმა მაჰმუდ ამირა-მოგჰადამმა განაცხადა,  რომ „ბოლო დღეებში ისლამური რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების ფართომასშტაბიანი მკვლელობები რეჟიმის მიერ 1980-იან წლებში ჩადენილ დანაშაულებს მოგვაგონებს, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად არის აღიარებული“.

ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირი (NUFD), არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აშშ-შია დაფუძნებული,  საერთაშორისო საზოგადოებას  სოლთანის სიკვდილით დასჯის შესაჩერებლად მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი „ერთადერთი დანაშაული  თავისუფლებისკენ მოწოდება იყო“.  NUFD-ის ცნობით, მას, სავარაუდოდ,  ადვოკატთან დაკავშირებაზე უარი ეთქვა.

The US Sun-ის ცნობით, სოლთანს ბრალი  „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“ ედება, რაც ირანში სიკვდილით ისჯება.

ირანში საკომუნიკაციო საშუალებების დაბლოკვის გამო, საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად დაადასტურონ ან გადაამოწმონ სოლთანის დაკავების მიზეზები. თუმცა, ამ ეტაპზე, არც ერთი სანდო მედია არ წერს, რომ სოლთანის დაკავების მიზეზი მისი აგენტურული საქმიანობა იყო.

ბოლო პირი, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ირანმა ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, ალი არდესტანია. აღნიშნულმა პირმა, ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს  (IRNA) ცნობით, „მოსადის“ თანამშრომლებს კრიპტოვალუტის სახით ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერფან სოლთანი ისრაელის საგარეო დაზვერვის აგენტი იყო, არ დასტურდება.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები გასულ თვეს ირანის  დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. დეკემბრის თვეში ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია. მოგვიანებით, პროტესტმა პოლიტიკური მოთხოვნებიც შეიძინა და რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გაგრძელდა.

Reuters-თან 13 იანვარს ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ  ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, დაიღუპა.  ეს არის  პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ ორკვირიანი საყოველთაო არეულობის დროს ინტენსიური დარბევის შედეგად დაღუპულთა მაღალი რიცხვი აღიარა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 13 იანვრის მონაცემებით, ორკვირიანი არეულობის დროს დაახლოებით 10 700 ადამიანი დააკავეს.

ყველა პოსტის ნახვა

მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
დეკ 18, 2024
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
ოქტ 15, 2025
ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი  მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა
ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას  უკავშირებენ
სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას უკავშირებენ
იან 15, 2025
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
ივლ 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.