Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაგასაკიზე ატომური ბომბის ჩამომგდების საფლავი გვირგვინით არ შეუმკია

იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაგასაკიზე ატომური ბომბის ჩამომგდების საფლავი გვირგვინით არ შეუმკია

მარტს 31, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაგასაკიზე ატომური ბომბის ჩამომგდების საფლავი გვირგვინით არ შეუმკია

2026 წლის 18-21 მარტს აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ეწვია, რომელმაც 20 მარტს ვაშინგტონში, არლინგტონის ეროვნული სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, მათ შორის, ჩარლზ სვინის საფლავი გვირგვინით შეამკო. ჩარლზ სვინი იყო ერთ-ერთი პილოტი, რომელმაც ნაგასაკიზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდო. ამდენად, ვიდეო ნეგატიურ კონტექსტში წარმოადგენს იაპონიას როგორც აშშ-ის უპირობო კოლონიას, ხოლო აშშ-ს - როგორც სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ მოკავშირეებს პატივს არ სცემს.

როგორც უკვე აღინიშნა, ტაკაიჩიმ უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო გვირგვინით და არა ჩარლზ სვინის. ტაკაიჩი პირველი იაპონელი პრემიერ-მინისტრი არ არის, ვინც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს პატივი მიაგო. 2025 წლის თებერვალში იგივე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა იშიბა შიგერუმ, ხოლო 2023 და 2024 წელს კიშიდა შუბიომ, კიდევ უფრო ადრე კი არაერთმა სხვა პრემიერ-მინისტრმა. ზოგადად, იაპონიის პრემიერ-მინისტრებისთვის ვაშინგტონში ვიზიტის დროს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ყვავილების დადება ტრადიციად ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, სანაე ტაკაიჩის ვიზიტი ამ მხრივ სიახლე არ იყო.

ამასთან, ჩარლზ სვინი არა არლინგტონის, არამედ მასაჩუსეტსის ეროვნულ სასაფლაოზე არის დაკრძალული. შესაბამისად, ტყუილია რომ სანაე ტაკაიჩიმ მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

ყალბი ინფორმაცია თავდაპირველად პლატფორმა X-ზე პროჩინურმა ანგარიშმა გამოაქვეყნა. პოსტს მოგვიანებით დაერთო ე.წ საზოგადოებრივი ნიშანი (Community Note), სადაც დაზუსტებულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო.

მიუხედავად ამისა, ყალბი ინფორმაცია ცნობილმა რუსულმა ტელეგრამ არხებმა 21-23 მარტს აქტიურად გაავრცელეს (1, 2, 3). ინფორმაცია პარალელურად ვრცელდებოდა სხვა სოციალური მედიების რუსულენოვანი ანგარიშების.



მეტიც, 24 მარტს, რუსეთის პირველი არხის გადაცემა "დიდი თამაშის" ეთერში რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა იგივე ინფორმაცია გააჟღერა.

ყალბი ინფორმაცია ქართულ საინფორმაციო სივრცეში სწორედ პროჩინური ანგარიშის და რუსული წყაროების მეშვეობით შემოვიდა. სოციალური მედიის ქართული ანგარიშები წყაროდ X-ის პოსტს და რუსულენოვან ტიკტოკ ვიდეოს უთითებენ ან ვიდეოს რუსულენოვანი წარწერით ავრცელებენ, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში აღნიშნული დეზინფორმაცია პროჩინური და რუსული წყაროებიდან შემოვიდა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 27, 2024
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
ივნ 06, 2025
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 15, 2026
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
ოქტ 17, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
ნოე 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.