Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ

რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ

აპრილს 6, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის პირობებში, უკრაინამ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფები ასევე იმყოფებიან კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომლებიც ირანის საჰაერო თავდასხმების სამიზნეები არიან, საჰაერო თავდაცვის ექსპერტიზას აწვდიან. აღნიშნულის ფონზე გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ანატოლი ონიშჩუკი, რომელიც მონაწილეობდა მოკავშირეთა სამხედრო პერსონალის უკრაინული დრონების გამოყენებაში წრთვნიდა, ირანულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

რეალურად, სურათზე აღბეჭდილი უკრაინელი სამხედრო 2024 წლის 18 ივლისს, დონეცკის რაიონში პაბედას დასახლებასთან საბრძოლო მისიის შესრულებისას 43 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სახელი არა ანატოლი ონიშჩუკი, არამედ მიკოლა სიშჩიკი არის.

დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, მავნე აქტორებმა დაღუპული მიკოლა სიშჩიკის სახე ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ციფრული საშუალებით დაარედაქტირეს, რათა ყალბი ამბავი უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო.

მარჯვნივ მიკოლა სიშჩიკი, ხოლო მარცხნივ მისი გაყალბებული სურათით შექმნილი ანატოლი ონიშჩუკი

არასწორი ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინულმა Facebook-გვერდმა, Дніпро Оперативний-მ გაავრცელა, მოგვიანებით კი წაშალა. გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტის ფოტოანაბეჭდი მალევე ირანულმა და რუსულმა ანგარიშებმა აიტაცეს და სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე გაავრცელეს, როგორიც არის ტელეგრამი (1, 2, 3), X (1, 2, 3, 4, 5), და Facebook (1, 2).

რუსულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ქართულ საინფორმაციო სივრცეში პოსტი გაავრცელა ანონიმურმა ანგარიშმა.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მარ 31, 2025
სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 13, 2024
არ დასტურდება, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის სასაზღვრო სტრუქტურებმა ინტერპოლის ძებნის გამო დააკავეს
არ დასტურდება, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის სასაზღვრო სტრუქტურებმა ინტერპოლის ძებნის გამო დააკავეს
ოქტ 22, 2026
კონსპირაცია ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შესახებ
კონსპირაცია ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შესახებ
მაი 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.