Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

მარტს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო გაავრცელა. ვიდეო იმგვარადაა დამუშავებული, კერძოდ მოჭრილია და მასზე გადადებულია სხვა - ვიდეოსთან კავშირში არმყოფი ხმის ჩანაწერი, რომ ერთობლიობაში ნიკა გვარამიას მოცემულ ეთერს „ნარკოტიკების მოხმარებასთან“ აკავშირებს.

ვიდეოში ორი მონაკვეთია გადაბმული. პირველ მონაკვეთში ნიკა გვარამია საუბრობს "გაჩხერვაზე", ხოლო მეორე მონაკვეთში ნიკა გვარამიას ხმა აღარ ისმის და მას ადევს სიმღერა შემდეგი ტექსტით: „ნარკომანი მამალი სამჯერ გაიჩხირავს და კაიფშია მამალი“.

ვიდეოს პირველი მონაკვეთი ინგა გრიგოლიას ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობიდანაა მოჭრილი. ვრცელი ინტერვიუს ამ ნაწილში პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების ირანთან დამოკიდებულებას აფასებს. ამ ინტერვიუში სიტყვას „გაჩხერვა“ ნიკა გვარამია სხვა მნიშვნელობით იყენებს (07:00-დან). „ხელისუფლება, რომელიც რისკებს წარმოშობს, როცა ომი მიმდინარეობს 500 კილომეტრში ქვეყნის დედაქალაქიდან, თბილისიდან 500 კილომეტრში და მაგალითად ანძის ანთების საჭიროება რა იყო, მაგალითად იქ მისვლა, მიღებაზე ირანის საელჩოში, ეს ხდება 1 კვირით ადრე... და ამას რა ქვია, ამას ხომ ჰქვია შეგნებულად გაჩხერვა დასავლეთის წინააღმდეგ. გახსოვთ ბიძინა ივანიშვილს რა ჰქონდა ნათქვამი - ჩვენ არ უნდა ვიყოთ განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და დასავლეთს შორის“, - ამბობს პოლიტიკოსი.

ვიდეოს მეორე მონაკვეთი მოჭრილია 2021 წლის 5 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში გასული გადაცემიდან. ვიდეოში ნიკა გვარამიას პერფორმანსი ჩანს, რომელშიც მაშინ „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანი მიუთითებს, რომ ვაქცინაციის ნემსი კიდევ უფრო პატარაა, მასში კიდევ უფრო ცოტა მედიკამენტია, რომ ვაქცინის გაკეთება თავისით არ მოუწევთ, დახვდებათ „არაჩვეულებრივი მედდა და ზუსტად ერთ წამში ამთავრებს პროცედურას“. ვიდეოს ბოლოს ნიკა გვარამია მიუთითებს, რომ სწორედ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული არამარტო ერთეული ადამიანის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიცოცხლის საკითხი.

ამრიგად, მოცემული ვიდეო არაფერ კავშირშია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. სინამდვილეში ვიდეოს ერთ ნაწილში პოლიტიკოსი ირანისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს, ხოლო მეორე ნაწილი კოვიდპანდემიის დროს ვაქცინაციის კამპანიის მხარდამჭერი პერფორმანსია და კადრში სწორედ ვაქცინაციის პროცესის სიმულაციაა მოცემული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო კი იმგვარადაა დამუშავებული, რომ მნახველი შეცდომაში შეჰყავს.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტის შესახებ  ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტის შესახებ ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება
აგვ 17, 2025
ტყუილია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აჭარის დაბრუნებაზე ისაუბრა
ტყუილია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აჭარის დაბრუნებაზე ისაუბრა
სექ 04, 2026
დეზინფორმაცია: ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
დეზინფორმაცია: ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
თებ 13, 2025
დეზინფორმაცია: გრიპის ვაქცინის გვერდითი მოვლენა არის მუნი
დეზინფორმაცია: გრიპის ვაქცინის გვერდითი მოვლენა არის მუნი
ნოე 20, 2025
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა ქიმტრეილერების საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი შექმნა
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა ქიმტრეილერების საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი შექმნა
აპრ 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.