Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თელ-ავივის დაბომბვის კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

თელ-ავივის დაბომბვის კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

მარტს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

ირანის წინააღდმეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის პარალელურად სოციალურ მედიაში ისრაელის დედაქალაქის დაბომბის კადრები გავრცელდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ქართულენოვანი ანგარიშები ვიდეოს ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ, თუმცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა.

ვიდეოში არსებული დეტალები და მისი გავრცელების მეთოდი ადასტურებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

პირველ რიგში, ვიდეო სანდო მედია საშუალებებს არ გაუვრცელებიათ. Google-ის უკუძიების ხელსაწყოთი გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ ინდივიდუალური ანგარიშები და ანონიმური გვერდები ავრცელებენ. ქართული ანგარიშის ფოტოანაბეჭდი აღებულია ვიდეოდან, რომელიც უცხოურმა ანონიმურმა Facebook-გვერდმა "Forest Flow-მ" გაავრცელა. ამ გვერდის მიერ გამოქვეყნებული თითქმის ყველა ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო-ვიდეო?

როდესაც ხელოვნური ინტელექტისთვის ინსტრუქციის მიცემისას ნახსენებია კონკრეტული ქვეყანა, იმისათვის, რომ ცხადი იყოს თუ რომელ ქვეყანას ასახავს გენერირებული ვიდეო, ხელოვნური ინტელექტი ამ ქვეყნის დროშას არაერთხელ აჩენს ვიდეოში. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ თელ-ავივის დაბომბვის გენერირებულ ვიდეოში ისრაელის სამი დროშა ჩანს. ამავდროულად, ვიდეოში ისმის სიტყვა "თელ-ავივი", რადგან, სავარაუდოდ, ხელოვნურ ინტელექტს მისცეს ინსტრუქცია, რომ გენერირებულ ვიდეოში თელ-ავივი აღბეჭდილიყო. სწორედ ამიტომ, ვიდეოში ისმის სიტყვა "თელ-ავივი". როგორც ჩანს, იმისათვის რომ ცხადი იყოს რა ქალაქი არის აღბეჭდილი გენერირებულ ვიდეოში, ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოში ქალაქის სახელიც გააჟღერა.


მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები უფრო და უფრო ემსგავსება ნამდვილს, მას ჯერ კიდევ უჭირს ფიზიკის კანონების გათვალისწინება. მაგალითად, ამ კონკრეტულ ვიდეოში ჩანს, რომ, ერთის მხრივ, ქარი მარცხნიდან მარჯვნივ უბერავ, რასაც მოწმობს დროშები, ხოლო იმავდროულად მარჯვნიდან მარცხნივ უბერავს, რაც ჩანს აფეთქებების მიერ გამოწვეული კვამლის მოძრაობით. დამატებით, ვიდეოში აფეთქებების მიერ გამოწვეული კვამლი არაბუნებრივად სწრაფად მოძრაობს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს ხშირად ახასიათებთ მასში აღბეჭდილი ობიექტების დეფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიდეოში ბევრი ობიექტი ფიგურირებს. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის ამოცნობისას უნდა დავაკვირდეთ პატარა დეტალებს. ამ ვიდეოს შემთხვევაში, მარცხენა ქვემო კუთხეში უცნაური ფორმის მანქანა და გაურკვეველი საგანი ჩანს.


ბოლო წლებში, კონფლიქტების პარალელურად, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, თითქოს, დაბომბვას, საარტილერიო ჭურვებს, რაკეტებს, სამხედრო შეიარაღებას და ომთან დაკავშირებულ სხვა კადრებს აჩვენებს. მსგავსი ვიდეოების ამოცნობისას უნდა დავაკვირდეთ თუ საიდან ჩნდებიან საგნები, რამდენად რეალურად გამოიყურება აფეთქების მომენტი და რა შედეგი მოჰყვება აფეთქებას. მოცემული ვიდეოს შემთხვევაში რაკეტა, რომელიც კორპუსს ეცემა, თავად რაკეტის მიერ გამოშვებული კვამლიდან ჩნდება.


ვიდეოში რაკეტა კორპუსს ხვდება, თუმცა აფეთქების შემდგომ კორპუსი უვნებელი რჩება, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.



ცნობისთვის, 28 თებერვალს ირანის წინაღმდეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ თელ-ავივი რამდენჯერმე ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა, თუმცა იმ მასშტაბის ნგრევა, რაც მოცემულ ვიდეოში ჩანს, არ გამოუწვევია.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა
დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა
ივლ 22, 2024
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
ივნ 16, 2025
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 22, 2024
დეზინფორმაცია: კაია კალასი  ისრაელის მიერ  დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
ნოე 21, 2025
დეზინფორმაცია: რევოლუციის დასაფინანსებლად ამერიკამ საქართველოში ფულის 150 მილიონი ერთეული შემოიტანა
დეზინფორმაცია: რევოლუციის დასაფინანსებლად ამერიკამ საქართველოში ფულის 150 მილიონი ერთეული შემოიტანა
დეკ 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.