Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მინდია შერვაშიძის სატელევიზიო ჩართვის მონაკვეთი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

მინდია შერვაშიძის სატელევიზიო ჩართვის მონაკვეთი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

ივლისს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ფეისბუქში გავრცელდა მოკლე მონაკვეთი აქტივისტ მინდია შერვაშიძის ჩართვიდან ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში".
მონაკვეთი შერვაშიძის მიმიკებზე დაყრდნობით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის პროტესტის გამარჯვებაში დარწმუნებული აღარაა.
ჩართვის სრული ვერსია გვიჩვენებს, რომ მინდია შერვაშიძე პროტესტში გამარჯვებაზე საუბრობს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა საპროტესტო მოძრაობის მონაწილე აქტივისტის, მინდია შერვაშიძის სატელევიზიო ჩართვიდან მოკლე მონაკვეთი, რომელშიც იგი წამყვან ინგა გრიგოლიას კითხვას პასუხობს (დაარქივებული ბმული). მონაკვეთში წამყვანი შერვაშიძეს ეკითხება, ციხიდან გამოსულს კვლავაც ექმნება თუ არა შთაბეჭდილება, რომ საპროტესტო მოძრაობა გაიმარჯვებს. ვიდეოს გამავრცელებელი, შერვაშიძის მიმიკებსა და თვალების მოძრაობაზე დაყრდნობით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებული აღარაა. გავრცელებულ მონაკვეთში არ ჩანს შერვაშიძის პასუხი. ჩართვის კადრებს მოჰყვება კომიკოს ნიკა არაბიძის სიტყვები "დაფიქრდა ეს დედა*^%".

მინდია შერვაშიძის ინგა გრიგოლიასთან საუბრის სრული ვერსია ტვ პირველის გადაცემა რეაქციის 2 ივლისის გამოშვებიდანაა. შერვაშიძემ საპატიმრო დაწესებულება ჩართვამდე ერთი დღით ადრე, 1-ლ ივლისს დატოვა და საპროტესტო აქციებს რუსთაველის გამზირზე იმავე დღეს დაუბრუნდა.

ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე "გარეთ გამოსულს ისევ შეგექმნათ ეს განცდა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ?" მინდია შერვაშიძე პაუზის გარეშე პასუხობს "რა თქმა უნდა". როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი ეს პასუხი ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ მოკლე ვიდეოში არ ფიგურირებს. მიმიკები და თვალების მოძრაობა, რომელზეც გავრცელებული ვიდეო მანიპულირებს, სავარაუდოდ იმას უკავშირდებოდა, რომ მინდია შერვაშიძე წამყვანის მიერ დასმული კითხვის, რომელიც მას ყურსასმენის საშუალებით მიეწოდებოდა, აღქმას ცდილობდა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მარ 06, 2025
ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?
ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?
ივლ 20, 2026
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 06, 2025
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
თებ 05, 2025
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს
ოქტ 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.