Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო ყალბია

მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო ყალბია

იანვარს 23, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო გავრცელდა
ფოტო არც ერთ სანდო და ღია დოკუმენტში არ იძებნება და, შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება
მიხეილ სააკაშვილსა და ჯეფრი ეპსტინს შორის რაიმე სახის კავშირის არსებობა არ დასტურდება


სოციალურ ქსელში Facebook-მომხარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ჯეფრი ეპსტინი ერთ-ერთი წვეულების მიმდინარეობისას არიან ასახულნი (დაარქივებული ბმული).

მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის ფოტო რედაქტირებულია და იგი დონალდ ტრამპისა და ეპსტინის კადრების საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, 2019 წლის ივლისში NBC-ის არქივის კადრები გავრცელდა, რომელშიც 1992 წელს მარალაგოს რეზიდენციაში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინი საერთო წვეულების კადრებია ასახული. აღნიშნული ვიდეო NBC-მ ფეით დენიელსის თოქ-შოუსთვის "A Closer Look" გადაიღო, რომელიც დონალდ ტრამპის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა.

ვიდეოში ჯეფრი ეპსტინისა და დონალდ ტრამპის ზუსტად ის კადრებია ასახული, რომელთა საფუძველზეც, სავარაუდოდ, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილისა და ეპსტინის ფოტო შეიქმნა:

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ძიების ინსტრუმენტიც (reverse image search) სააკაშვილისა და ეპსტინის საერთო სურათის ძიებისას სწორედ ტრამპისა და ეპსტინის მარალაგოს კადრებს გვიჩვენებს.

დამატებით, მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიაში, ღია წყაროსა თუ საგამოძიებო დოკუმენტებში. ამრიგად, ფოტო სინამდვილეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, 2026 წლის 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული 3 მილიონზე მეტი დოკუმენტი გამოქვეყნდა. დოკუმენტებში ფიგურირებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯეფრი ესპტინსა და სააკაშვილს შორის რაიმე სახის ურთიერთობა, მით უმეტეს პირისპირ შეხვედრა არ დასტურდება.

დოკუმენტებში პრეზიდენტ სააკაშვილი ილუზიონისტ დევიდ ბლეინის წერილის გამო მოხვდა. დოკუმენტებში მოცემულია ბლეინის წერილი, რომელშიც იგი ანონიმური ქალისთვის სავიზო აპლიკაციისას დახმარებას ითხოვს, საკუთარი თავის წარდგენისას კი წერს, რომ ცნობილი ილუზიონისტია და გავლენიანი ადამიანებისთვის წარმოდგენები გაუმართია. სწორედ აღნიშნული ადამიანების ჩამონათვალშია პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი, სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, ბილ გეითსი და მაიკლ ბლუმბერგი. ასევე, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩი და ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევი. ამდენად, დეივიდ ბლეინის წერილიდან არ იკვეთება მისი და მის მიერ ჩამოთვლილი ადამიანების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კავშირი ჯეფრი ეპსტინთან და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან.


ყველა პოსტის ნახვა

მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
ივნ 05, 2026
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025
ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?
ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?
იან 23, 2026
სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა - ორჯერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია და „ჩავარდნილი“ ტენდერი
სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა - ორჯერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია და „ჩავარდნილი“ ტენდერი
ნოე 14, 2024
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხ ახალ ავტომობილს შეიძენს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხ ახალ ავტომობილს შეიძენს
ნოე 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.