Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ჯეფრი ეპსტინის საბანკო ანგარიში დემონი ბაალის სახელზე რეგისტრირებული არ იყო

ჯეფრი ეპსტინის საბანკო ანგარიში დემონი ბაალის სახელზე რეგისტრირებული არ იყო

თებერვალს 4, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

მტკიცება, რომ ჯეფრი ეპსტინის საბანკო ანგარიში ბაალის სახელზე იყო რეგისტრირებული, მანიპულაციურია
სავარაუდოდ, Baal. name ბეჭდვითი შეცდომის შედეგია და მის ნაცვლად Bank Name უნდა ეწეროს
დოკუმენტში სხვა ბეჭდვით შეცდომებსაც ვხვდებით, ბაალის სახელი კი სხვა არც ერთ დოკუმენტში არ იძებნება

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს ჯეფრი ეპსტინის საბანკო ანგარში დემონი ბაალის სახელზე იყო რეგისტრირებული. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც სკანირებული დოკუმენტია ასახული, მის ერთ-ერთ ველში კი მართლაც ვკითხულობთ სიტყვას - Baal.



ბაალი ახლო აღმოსავლური ღმერთის სახელია ებრაულად. მას ძირითადად ქანაანელები ეთაყვანებოდნენ და ნაყოფიერების ღმერთად მიიჩნევდნენ. ძველ აღთქმაში ბაალი მიჩნეული იყო ისრაელიტების ღმერთის - იაჰვეს - მთავარ მტრად.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანირებული დოკუმენტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. იგი ელექტრონულ მიმოწერას ასახავს, 2009 წლის 29 ივლისით თარიღდება და ჯეფრი ეპსტინის სახელით JP Morgan-ის (უდიდესი საბანკო დაწესებულება აშშ-ში) წამომადგენელთან არის გაგზავნილი. მეილში დაახლოებით 11,000 დოლარის გადარიცხვაა მოთხოვნილი, მიმღები პირის მონაცემები კი დაფარულია. მეილში ტრანზაქციისთვის საჭირო ყველა მონაცემია მითითებული სხვადასხვა ველში, მათ შორის, ანგარიშის სახელი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ველში ვხვდებით სიტყვებს: Baal. name.

სავარაუდოა, რომ დოკუმენტში Baal. name-ში ბეჭდვითი შეცდომაა და მის ნაცვლად უნდა ეწეროს Bank Name (ბანკის სახელი). ამაზე მიუთითებს, რომ მის გასწვრივ მართლაც ბანკის სახელია შეყვანილი. კერძოდ, მითითებულია Wachovia Bank, N.A. რომელიც იმ დროისთვის აშშ-ის მეოთხე უდიდეს საბანკო დაწესებულებას წარმოადგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში (N.A.). დამატებით, მსგავსი შინაარსის სხვა დოკუმენტებში, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ამ გრაფაში ყველგან Bank Name, ანუ ბანკის სახელი გვხვდება (1, 2):

ამის საპირისპიროდ, სიტყვა ბაალი/Baal იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სხვა არც ერთ დოკუმენტში არ იძებნება.


ამრიგად, მტკიცება, რომ ჯეფრი ეპსტინს საბანკო ანგარიში დემონი ბაალის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული, მანიპულაციურია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
ივლ 28, 2025
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა
დეკ 05, 2024
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელში ევროკავშირთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცება ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროკავშირთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცება ვრცელდება
ნოე 13, 2024
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
ნოე 06, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.