Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს

რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს

იანვარს 26, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის აღწერის თანახმად იტალიაში მოქალაქეებმა ებრაელი ტურისტი დააკავეს, რომელიც დედის ხელიდან ბავშვის გატაცებას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ხელს სტაცებს ბავშვს და გოგონას გატაცებას ცდილობს. (არქივირებული ბმული)

აღნიშნული ინციდენტის შესახებ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, შემთხვევა ქალაქ ბერგამოში მოხდა, როდესაც რუმინეთის მოქალაქე უსახლკარო მამაკაცი მცირეწლოვანს თავს დაესხა. მედიის ინფორმაციით, შუადღის 1 საათისკენ, როდესაც მამაკაცი სუპერმარკეტში შედიოდა, დედასთან ერთად მყოფ ბავშვს ხელი სტაცა და გატაცებას ცდილობდა. ბავშვის დედამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ბავშვის მამა, რომელიც მოშორებით იმყოფებოდა ასევე ჩაერია და საბოლოოდ შეძლეს მისი შეკავება პოლიციის მისვლამდე.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზამ მას ძვლის ტრავმა დაუდასტურა. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ რუმინეთის მოქალაქე დააკავეს, არასრულწლოვანის გატაცების მცდელობისა და მასზე ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებით. ბრალდებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა, თითქოს ვიდეოში მყოფი მამაკაცი ებრაელი იყო. იტალიური მედიის თანახმად, ის რუმინეთის მოქალაქეა.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
აგვ 04, 2026
რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ
რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ
იან 17, 2025
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა
თებ 18, 2026
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
თებ 11, 2025
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
აგვ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.