Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე

ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე

იანვარს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები
გაზიარება

მოკლედ საკითხავი:

  1. ინფორმაცია, რომ ვიდეოში გერმანიის კანცლერის ქალიშვილი ჩანს, რუსულმა ანგარიშებმა ვირუსულად გაავრცელეს;
  2. რეალურად, ვიდეოში ინსტაგრამ-მოდელი ემა სანტი ჩანს;
  3. ფრიდრიხ მერცს ორი ქალიშვილი ჰყავს - კაროლა და კონსტანცე. გოგონა, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, არც ერთ მათგანს არ ჰგავს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა ქალის ვიდეო. აღწერის თანახმად, ის გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ქალიშვილია. Facebook-ანგარიშები პოსტის აღწერაში ქალის ჩაცმულობას უსვამენ ხაზს (1; 2; დაარქივებული ბმული). ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც ვირუსულად გაავრცელეს (1; 2; 3; 4). საგულისხმოა, რომ რუსული წყაროები მერცის სავარაუდო შვილს მოიხსენიებენ სახელით - ემა.

„ჯეოფაქტსმა“ ვიდეოს ძიებისას მასში მყოფი პიროვნების რეალური ვინაობა დაადგინა. ის გერმანელი ინსტაგრამ-მოდელია, სახელად Ema Santi.

საკუთარ პროფილზე მას რამდენიმე ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც იდენტური ტანისამოსი აცვია (1; 2; 3).

მარცხნივ რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ვიდეო, მარჯვნივ ვიდეო ემა სანტის ინსტაგრამ-ანგარიშიდან

მოდელს რამდენიმე საკუთარ ვიდეოს აღწერაში უწერია, რომ ის ფრიდრიხ მერცის ქალიშვილია, თუმცა პროფილის აღწერაში მითითებული აქვს, რომ კონტენტის ნაწილი სახუმაროა: „გერმანია, გამარჯობა. ყველაფერს ასე სერიოზულად ნუ მიუდგებით, ასე ცხოვრება უფრო სახალისოა“, - ვკითხულობთ ინსტაგრამ-ანგარიშის აღწერაში.

რაც შეეხება ფრიდრიხ მერცის ოჯახს. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მერცს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს - ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი - კაროლა და კონსტანცე. შესაბამისად, ემა არც ერთს არ ჰქვია და არც გარეგნობით ჰგვანან გოგონას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს.

შუაში მერცის მეუღლე შარლოტა, მარცხნივ კაროლა, ხოლო მარჯვნივ კონსტანცე. წყარო: GettyImages

ყველა პოსტის ნახვა

თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
ოქტ 02, 2025
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
იან 19, 2026
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
ოქტ 29, 2025
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს
დეკ 22, 2024
სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
იან 28, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.