Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის პერფორმანსი კონტექსტის გარეშე გავრცელდა

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის პერფორმანსი კონტექსტის გარეშე გავრცელდა

იანვარს 20, 2026 · Verified Facts

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში გადაცემა „კონტექსტიდან“ კადრი ვრცელდება, რომელშიც წამყვანი ასაფეთქებელ ნივთს აფეთქებს;

  • ვიდეოს დამატებითი კონტექსტის გარეშე მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს;

  • გადაცემის სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ტაბლიაშვილი პერფორმანსს პოლიტიკური ალეგორიისთვის იყენებს.

 

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან „კონტექსტი“, კადრი ვრცელდება (1; 2; 3) , რომელშიც წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი ასაფეთქებელ საშუალებას აფეთქებს და ამბობს: „ახლა ერთ ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ შესაძლოა, წამიერად დაფრთხეს მაგალითად ლაშა ან ნიკა [გადაცემის ოპერატორები], ან უფრო ზუსტად შეცბუნდნენ და ნახეთ, დააკვირდით რას გავაკეთებ ახლა“. „ახალმა წელმაც ვერ უშველა“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს აღწერაში.

აღნიშნული მონაკვეთი  გადაცემაში „კონტექსტი“, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილია,  2024 წლის 6 ივლისს გავიდა. გადაცემის სრულ ჩანაწერში ჟურნალისტი ტაბლიაშვილი ხსნის, თუ რის საჩვენებლად გამოიყენა ასაფეთქებლით პერფორმანსი: „ერთია ჰიბრიდული დიდი ომი ჩვენ წინააღმდეგ და მეორეა ჰიბრიდული „ხლაპუშკები“, რომლებიც ფეხებთან ხშირად გვიფეთქდება, მყისიერად გვაშინებს, როგორც ბიჭები დაშინდნენ [იგულისხმება გადაცემის ოპერატორები], გვაფრთხობს, ვინაიდან „ხლაპუშკებია“, შიშიც მათ მიმართ გაგვდის უკვე შემდგომ“. ერთ-ერთ ასეთ „ხლაპუშკად“ ტაბლიაშვილი ირაკლი კობახიძის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ განცხადებას მიმოიხილავს. კობახიძის განცხადების განხილვის  შემდეგ ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ კობახიძეს უწოდებს „ჰიბრიდულ ხლაპუშკას“, რომელიც „ამგვარი განცხადებებით, თითქოს გვაშინებს, წამიერად გვაფრთხობს, ეფექტს ახდენს, თუმცა თუ აქამდე ერთი დღით ვიყავით დაშინებულები, ახლა „ხლაპუშკა“ კობახიძის სიტყვებით დაშინების დრო ძალიან შემცირებულია და ამის უფლებაც არ გვაქვს, რომ შევუშინდეთ „ხლაპუშკა“ კობახიძის თუ სხვების ბოდვას“.

შესაბამისად, ტაბლიაშვილი აღნიშნულ პერფორმანსს იმ ეფექტის საჩვენებლად იყენებს, რაც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ განცხადებებს მოსდევს. პერფორმანსის აღნიშნული კონტექსტი გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს და შეცდომაში შემყვანია.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.