Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, თურქმენეთში ახალგაზრდების რუსეთის მხარდასაჭერი მარში

დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, თურქმენეთში ახალგაზრდების რუსეთის მხარდასაჭერი მარში

დეკემბერს 16, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ქუჩაში მიმავალი ხალხის დიდი რაოდენობა ჩანს, ხოლო თანდართული აღწერის თანახმად, ვიდეოში თურქმენეთში რუსეთის მხარდასაჭერად გამოსული ახალგაზრდები ჩანან. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ტყუილია. ვიდეო არა თურქმენეთში, არამედ რუმინეთშია გადაღებული და ის რუსეთის მხარდამჭერების აქციას არ ასახავს. (არქივირებული ბმული)

გავრცელებულ ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში სოციალური ქსელის TikTok-ის ლოგო აქვს, მის ქვემოთ კი TikTok ანგარიშის სახელი – @antenasport. აღნიშნული გვერდის მოძებნისას აღმოჩნდა, რომ ის რუმინული სპორტული არხია, რომელიც კომპანია Antena TV Group-ს ეკუთვნის. აღნიშნული ვიდეო მათ სოციალურ ქსელებში, როგორც TikTok-ზე, ასევე YouTube-სა და ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოაქვეყნეს.

ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „სპარტა პრაღის“ გულშემატკივრებს შვებით შეუძლიათ ამოისუნთქონ — ისინი კონფერენს ლიგის მატჩამდე კრაიოვაში ჩავიდნენ“ (Fanii Spartei Praga pot răsufla uşuraţi! Au ajuns la Craiova înaintea meciului din Conference League).

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეო თურქმენეთშია გადაღებული, სადაც რუსეთის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, ტყუილია. რეალურად, ის რუმინეთშია გადაღებული და ფეხბურთის ფანების მარშს ასახავს.

 

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.