Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

დეკემბერს 2, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ინტერვიუს მონაკვეთი ვრცელდება, რომელშიც ის მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე დადებითი კონტექსტით საუბრობს (დაარქივებული ბმული) და აცხადებს, რომ აქციაზე შეკრებილებს უყვართ ქრისტე და ეკლესია. აღნიშნულ მონაკვეთს თან ერთვის სხვადასხვა აქტივისტის ვიდეო და საპროტესტო აქციებიდან აღებული კადრები, რომლითაც Facebook-ანგარიში  როგორც არქიმანდრიტის, ასევე პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, საპირისპირო სურათის წარმოჩენას ცდილობს. სინამდვილეში, ვიდეო მანიპულაციურადაა დამონტაჟებული, მასში მოცემული ერთი ეპიზოდი საერთოდ არ არის კავშირში მიმდინარე საპროტესტო ტალღასთან, ხოლო მეორე ეპიზოდი მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ვრცელდება.

არქიმანდრიტის ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 14 ნოემბერს გავიდა. სრულ ინტერვიუში დოროთე ყურაშვილი ამბობს: „მე იმიტომ დამიპირისპირდა მთავრობაც და ეკლესიაც, რომ მთავრობა აშავებდა პროტესტის მონაწილეებს და ეკლესიაც ამაში ხელს უწყობდა. ეს ჯგუფი, ეკლესიის ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია, ჯაღმაიძე და მისი ძმანი, აი ესენი ხელს უწყოდნენ ამ ხალხის გაშავებას და მე როცა მივედი და ამ ხალხთან დავდექი და ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, საინტერესო და ეხლაც მეცინება, მამაო ცხოვრებაში არ ვიფიქრებდიო, მე მღვდლის დაცვას თუ დავიწყებდი და დღესო სოციალურ ქსელებში შენზე რამეს დაწერენო, თავგამოდებით გიცავო, იმიტომ რომ შენში დავინახეო ჭეშმარიტება და ხალხის სიყვარულიო. იმ ხალხში მე დავინახე, რომ იმათ ძალიან უყვართ ქრისტე, ძალიან უყვართ მღვდელი, ძალიან უყვართ ეკლესია და ეს ხმამაღლა ვთქვი და ნუ თუ შეიძლება ისე ითქვას, გავათეთრე მათი სახელი, რომელსაც ესენი უფუჭებდნენ ეკლესიასთან ერთად“.

საპირისპიროს წარმოსაჩენად და აქციის მონაწილეების დისკრედიტაციისთვის Facebook-ანგარიშს ვიდეოში წარმოდგენილი აქვს რამდენიმე კადრი. პირველ კადრში ჩანს სტენდაფერი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ამბობს: „ის ვიდეო გაიჩითა ბარამიძე რომ ეკლესიებს ანგრევდა. მეთქი დე, ეს მინდა გამოვიდე, რა ჰქვია ამ პროფესიას? მეც მინდა, რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ“.

სტენდაფერ ონისე ოქრიაშვილის ვიდეო  Stand-Up Tbilisi-ის YouTube-არხზე 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მონაკვეთში ოქრიაშვილი, რომელიც მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, ბავშვობის ისტორიებს იხსენებს:

„პოლიტიკოსობა მინდოდა იმიტომ რომ, ერთხელ სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავრთე და ის ვიდეო გაიჩითა, ბარამიძე რომ ეკლესიას ანგრევდა. მეთქი დე, ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას? მეც მინდა, რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. მერე ეგ მამაჩემს ვუთხარი და რავი, პოლიტიკაში თუ გინდოდა ფეხბურთიდან რატომ გამოხვედიო. შემაბრუნა ისევ უკან რა. მერე წამოვიზარდე და მივხვდი რომ პოლიტიკოსები რეალურად ნა@@@@ არიან და გადავწყვიტე რომ სამოქალაქო აქტივიზმი დამეწყო“.

ამდენად, გავრცელებული მონაკვეთი დამატებითი კონტექსტის გარეშე ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს ოქრიაშვილი ეკლესიების დანგრევაზე ოცნებობს. სინამდვილეში, აღნიშნული მონაკვეთი იუმორისტული მონოლოგის ნაწილია, რომელშიც ოქრიაშვილი  ბავშვობის ისტორიებს იხსენებს და ირონიულ კრიტიკას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიმართ, რომელიც  2004 წელს გლდანში ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების სპეცოპერაციის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის სტატია“).

საგულისხმოა, კიდევ ერთი კადრი, რომელიც ვიდეოს ბოლო მონაკვეთშია ჩასმული. ვიდეოში ახალგაზრდა გოგონა აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართავს: „სად არის საპატრიარქო? სად არის? გაიხსენთ რამდენი მილიონი უნდა ჩაიდოთ ყოველწლიურად ჩვენი გადასახადებიდან. უკაცრავად, თქვენ იმას ხო არ გვეტყვით რომ მდიდრულ სახლებში ჩვენზე ლოცულობთ? არ გვინდა, მეგობრებო. მოდით აქ!“.  აღნიშნული ვიდეო  2018 წლის 31 მაისს ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ არის ჩაწერილი (იხილეთ კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ  ეთერში  ბმულზე) და მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება.

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 მაისის  გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც,  2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის საქმეზე ერთი დაკავებული გამართლდა, ხოლო მეორე დაკავებულს, სასამართლოს განაჩენით, მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობა დაუდასტურდა. ცნობისთვის, 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არასრულწლოვანების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2018 წლის 31 მაისს ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხალხის  პროტესტის შემდეგ გადადგა. იმავე დღეს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს. მალევე,  5 სექტემბერს საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნით დოკუმენტს. თუმცა,  „ქართული ოცნების“ დეპუტატები კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ დაეთანხმნენ და ალტერნატიული დადგენილების ტექსტი დაამტკიცეს. 2022 წლის იანვარში დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მანამდე, 2019 წლის ზაფხულში ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიაც დააკავეს,  მას სასამართლომ 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.