Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) ალეკო ელისაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთს  ავრცელებენ.  ვიდეოში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ამბობს: „ამათ ყელში აქვთ გაჩხერილი რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო ემიგრაცია, რომ აღრენილია ამათ წინააღმდეგ და რომ ვერაფერს ვერ უხერხებს იქ ვერც აშინებს, ვერც ზეწოლას ახდენს, ვერაფერს ხო კისერი მოუგრიხონ“. ვიდეოში ისმის ჟურნალისტ თეა ადეიშვილის რეპლიკა: „მაგრამ მათი ხმები რომ გადამწყვეტი არ არის?!“. ამის შემდეგ, Facebook-ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ალეკო ელისაშვილის ისეთი ფოტოებია ჩასმული, რომელშიც დაბნეული  და გაოცებული სახის გამომეტყველება აქვს. ვიდეო მსგავსი ჭრით, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟურნალისტის რეპლიკაზე ალეკო ელისაშვილი დაიბნა და ვერ უპასუხა.

რეალურად, ვიდეოს ბოლო მონაკვეთში ჩასმული ფოტოები ელისაშვილის რეპლიკის შემდეგ გაკეთებულ რეაქციებს არ გამოხატავს. ინტერვიუს სრულ ვიდეოში ჩანს ელისაშვილის პასუხიც, სადაც ის ეთანხმება ჟურნალისტს, რომ ემიგრანტების ხმები არჩევნებში გადამწყვეტი არ არის.

 

ალეკო ელისაშვილი თეა ადეიშვილის „დღის ამბებში“ სტუმრად 17 ნოემბერს იმყოფებოდა. გადაცემაში პოლიტიკოსმა საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ვერც საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებენ ხმის მიცემას. არჩევნებში მონაწილეობისთვის ისინი საკუთარ ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ.

ელისაშვილის თქმით, „ამათ [ქართულ ოცნებას] ყელში აქვთ გაჩხერილი რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო ემიგრაცია, რომ აღრენილია ამათ წინააღმდეგ და რომ ვერაფერს ვერ უხერხებს იქ ვერც აშინებს, ვერც ზეწოლას ახდენს, ვერაფერს ხო კისერი მოუგრიხოს“. ამ ნაწილში ისმის თეა ადეიშვილის რეპლიკა „მაგრამ მათი ხმები რომ გადამწყვეტი არ არის?!“. ამის შემდეგ  კადრში მხოლოდ ჟურნალისტი ჩანს (1:04:59), თუმცა, მალევე გადადის კამერა რესპონდენტზე, რომელიც ჟურნალისტის რეპლიკის შემდეგ მას მყისიერად ეთანხმება და აგრძელებს: „რეალურად არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ყველა ხვრელის დახურვა [სურთ].  მაშინ რატომ წვალობენ? იმიტომ რომ არა აქვთ თავისი ელექტორატის სრულად მობილიზების [იმედი] და აქ თუ ხალხმა იხუვლა და არჩევნებზე მივიდა, არაფერი არ უშველით. ამათ არაფერი არ უშველით, მაგრამ ახლა უნდა ჩაკეტონ რაღაცები, აგერ მე და აგერ თქვენ“.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურად იჭრება, რაც მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ელისაშვილი გაკვირვებით შეხვდა ჟურნალისტის რეპლიკას და ვერ უპასუხა.

 

 

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.