Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ნოემბერს 3, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი ქართველი“, რომლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტსს“ აქამდეც დაუწერია, ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ამბობს: „ესე იგი პრეზიდენტის სახლში რა მშვიდობით შევიდოდი?! შევიდოდი ნიშნავს შევვარდებოდი და სისხლი დაიღვრებოდა“. ვიდეოს აღწერაში Facebook-ანგარიში წერს: „შევვარდებოდი და სისხლი დაიღვრებოდაო“.

სატელევიზიო ინტერვიუდან ნაწყვეტს დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, თითქოს არქიმანდრიტის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში მშვიდობით ვერ შევიდოდა, არამედ შევარდებოდა და სისხლიც დაიღვრებოდა. რეალურად, არქიმანდრიტი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას („თუ ვინმეს უნდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ძალიან ცუდია და არ ვემხრობით ამას. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ შევარდნას – უჩვენოდ გააკეთეთ ეგეთი ამბები“) პასუხობს და აღნიშნავს, რომ ჯაღმაიძის განცხადების მიხედვით, მას „სისხლი უნდოდა“, რადგან პრეზიდენტის სასახლეში შესვლა სისხლის დაღვრის გარეშე ვერ ჩაივლიდა.

არქიმანდრიტი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ სტუმრად მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს იმყოფებოდა. გადაცემის წამყვანის ეკა მიშველაძის კითხვაზე, თუ რა მიზეზებით სჯის არქიმანდრიტს საპატრიარქო, რესპონდენტი პასუხობს: „არაფერი არ არის, ანუ იმის გამო, რაც იქ ჩაწერეს, მე არ მეკუთვნის სასჯელი. ხო არ მეკუთვნის. აი, თუ ვიტყვით იმას, რომ ეკლესიას სისხლი ნდომებიაო, ანუ ორივე მხარესო. აი, მამა ანდრია ჯაღმაიძეს შევახსენებ,  რას ნიშნავს დოროთე ნუ ძალადობ, შენ თუ გინდა პრეზიდენტის სახლში შევარდნა, შედი, ოღონდ უჩვენოდ?  ესე იგი, პრეზიდენტის სახლში რა მშვიდობით შევიდოდი?! შევიდოდი ნიშნავს შევვარდებოდი და სისხლი დაიღვრებოდა. ამაზე ვთქვი,  რომ მას სისხლი უნდოდა,  ესე იგი, მე რომ დამეღვარა და სისხლისთვის მომეწოდებინა ამას ნიშნავს ის მისი საუბარი. მე კარგად ვხედავ ვინ რას ამბობს, ამიტომ ვერ დამაბრმავებენ“.

ცნობისთვის, დოროთე ყურაშვილი, რომელიც პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერია და ხშირად აკრიტიკებს მმართველი გუნდის მოქმედებებს, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან. ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აწერს,  არქიმანდრიტი წმ. სამების საპატრიარქოს ტაძრის მღვდელმსახურად განწესდება.

29 ოქტომბრის ბრძანების გამოქვეყნებამდე, ეპარქიული კომისიის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოსთან მივიდა არქიმანდრიტიც და სხდომის საჯაროობა მოითხოვა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, საპატრიარქოში შესვლაზე უარი განაცხადა. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს”.

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ არქიმანდრიტი „ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს“ აკეთებს. განცხადებაში მოყვანილია მისი სატელევიზიო ინტერვიუებიდან აღებული ციტატებიც.  კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.

მანამდე, 12 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა: „მინდა მოვუწოდო მამა დოროთეს, ისევე ტვ პირველს, ფორმულას – ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას. თუ ვინმეს უნდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ძალიან ცუდია და არ ვემხრობით ამას. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ შევარდნას – უჩვენოდ გააკეთეთ ეგეთი ამბები“.

 

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.